A B C D E F G H I J K L M N

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აყ აშ აც ახ აჯ აჰ
ასა ასე ასთ ასი ასკ ასო ასპ ასტ ასფ ასც
selected terms: 95 page 1 of 5
ასამბლაჟი
(assamblage) ზვრის სხვადასხვა ნაკვეთზე დაკრეფილი ერთი ან რამდენიმე ჯიშის ყურძნისაგან მიღებული ახალი ღვინის მასალების ურთიერთშერევა ცქრიალა ღვინოების დამზადებისას; აადვილებს შემდგომ More…
ასამბლეა
(assemblée) "კრება"რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება. გენერალური ა. - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც შედგება ორგანიზაციის More…
ასეისმური
რაც სეისმური არ არის; ის (ადგილი, არე), სადაც მიწისძვრები არ იცის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასეკო
(a secco) "მშრალზე"კედლის მხატვრობის ტექნიკა ერთგვარი; მხატვრობა სრულდება გამშრალ ბათქაშზე მცენარეულ წებოში ან კვერცხში გაქნილი საღებავებით. See also: ალსეკო,, ალფრესკო =უცხო More…
ასენიზატორი
პირი, რომელიც ასენიზაციაზე მუშაობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასენიზაცია
(assainissement) "გაჯანსაღება"სიბინძურის გატანის ღონისძიებათა სისტემა; რომელიმე ადგილის ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასეპტიკა
(a და sēptikos) უარყ. ნაწ. და "ლპობის გამომწვევი"ოპერაციის დროს სისხლის მოწამვლის წინააღმდეგ ზომების მიღება - საოპერაციო იარაღებისა და მასალების გამოხარშვა, ორთქლში გატარება. More…
ასესორი
(assessor) "მსაჯული"ძველ რომში, შუა საუკუნეების ევროპაში და ზოგ ბურჟუაზიულ ქვეყანაში - სასამართლოს თანამდებობის პირი, მსაჯული. კოლეგიის ა. - მერვე კლასის სამოქალაქო ჩინი More…
ასთენია
(astheneia) ფიზიკური და ნერვული სისუსტე, უღონობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასთენიკი
ასთენიური ტიპის ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასთენიური ტიპი
სხეულის აგებულების ერთგვარი ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არაპროპორციულად ვიწრო გულმკერდი, სუსტად განვითარებული კუნთები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასთენოპია
(asthenēs და ōps) "სუსტი" და "თვალი"მხედველობის შესუსტება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასთმა
(asthma) სულის ხუთვა, რაც გამოწვეულია გულის ან ბრონქების დაავადებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასთმატოლი
სამკურნალო პრეპარატი, მოსაწევი ფხვნილი, რომლის ბოლსაც ისუნთქავენ ბრონქიალური ასთმის შეტევების დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასი
(as) 1. სახელგანთქმული მფრინავ-გამანადგურებელი, საჰაერო ბრძოლის ოსტატი, რომელმაც გარკვეული რაოდენობის მტრის თვითმფრინავები ჩამოყარა;2. საუკეთესო (ექსტრაკლასის) სპორტსმენზედაც იტყვიან. More…
ასიგნატი
(assignat) ქაღალდის ფული, რომელიც გამოშვებული იყო საფრანგეთში საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1796 წწ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასიგნაცია
(assignation) ქაღალდის ფული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასიგნება
თანხის გამოყოფა რაიმე მიზნისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასიგნობა
გარკვეული ნიმუშის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბანკი აძლევს (ურიცხავს) დაწესებულებას ასიგნებულ თანხას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ასიმეტრია
(asymmetria) სიმეტრიის უქონლობა ან დარღვევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9