A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაო ბაპ ბარ ბას ბატ ბაუ ბაქ ბაშ ბაც ბახ
selected terms: 28 page 1 of 2
ბანალიტეტი
(banalité) ფეოდალის უფლება აეძულებინა თავისი გლეხები ესარგებლათ მხოლოდ და მხოლოდ მისი წისქვილით, ფურნით, ყურძნის საწნეხით და სხვ., სამაგიეროდ კი საზღაური გაეღოთ; ყველაზე მეტად გავრცელებული More…
ბანალური
(banal) სიახლეს, ორიგინალურობას მოკლებული; გაცვეთილი. მაგ., ბ. ხუმრობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანანი
(banano) 1. ტროპიკული ბალახოვანი მცენარე; აქვს მსხვილი, მოგრძო ფოთლები და მოგრძო ფქვილოვანი ტკბილი ნაყოფი; ამ მცენარის ნაყოფი (ბანანის ერთ-ერთი სახეობა ხარობს ჩვენში, შავი ზღვის სანაპიროზე; More…
ბანდა
(banda) ყაჩაღების, მკვლელების ჯგუფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანდაჟი
(bandage) 1. ელასტიკური მჭიდრო შემოსაკრავი მუცლის (ან სხეულის სხვა ნაწილების) გასაჩერებლად ნორმალურ მდგომარეობაში. 2.ტექ. ლითონის რგოლი ან სარტყელი, რომელიც ჩამოცმულია მანქანის, კონსტრუქციის More…
ბანდაჟისტი
ბანდაჟის (მნიშვ. 1) მკეთებელი ოსტატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანდერილია
(banderilla) ბაფთებით შემკული პატარა შუბი, რომელსაც იყენებენ ხარების ბრძოლაში (კორიდაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანდერილიერო
(banderillero) ხარებთან ქვეითად მებრძოლი, რომელიც შეიარაღებულია ბანდერილიით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანდეროლი
(banderole) 1. საფოსტო გზავნილი (წიგნი, გაზეთი და მისთ.), რომელსაც ქაღალდი აქვს შემოკრული; თვით ეს ქაღალდი;2. საქონელზე დაკრული იარლიყი, ქაღალდის ლენტი იმის ნიშნად, რომ გადახდილია ბაჟი ან More…
ბანდვაგენი
(Bandwagen) ლენტური ტრანსპორტიორი, რომელიც დაყენებულია რელსებზე მოძრავ მაღალ ურიკაზე; იყენებენ ღია სამთო დამუშავების დროს ქანების ტრანსპორტირებისათვის ექსკავატორიდან ნაყარამდე. =უცხო More…
ბანდიტი
(bandito) ბანდის მონაწილე; შეიარაღებული მძარცველი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანდიტიზმი
შეიარაღებული ბანდების თარეში, მათ მიერ მოწყობილი ძარცვა-გლეჯა, მკვლელობა და მისთ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანდურა
(бандура; бандура) უკრაინული მრავალსიმიანი მუსიკალური საკრავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანდურისტი
ბანდურის დამკვრელი; მებანდურე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანზაი!
მოწონების, აღტაცების გამომხატველი შეძახილი იაპონიაში:ვაშა! =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანიანი
ინდური ფიკუსის სახეობა; იზრდება სწრაფად, იკეთებს ბევრ ტანს და ძალიან დიდ ვარჯს; ერთი ხე ზოგჯერ წარმოადგენს მთელ კორომს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანკაბროში
(banc à broches) საქსოვ წარმოებაში საფთილავი (ფთილების დასამზადებელი) მანქანა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბანკეტი
(banquet; banquette) 1.საზეიმო წვეულება, რომელიც იმართება ვისიმე პატივსაცემად ან რაიმე მოვლენის აღსანიშნავად.2.ტექ. მიწის ან ქვის ყრილი რაიმე ნაგებობის წყლისაგან დასაცავად (სარკინიგზო, More…
ბანკი
(banque) 1. საბჭოთა კავშირში: სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სახალხო მეურნეობის ერთიანი გეგმის შესაბამისად აკრედიტებს წარმოებათა მიმდინარე საქმიანობას და აფინანსებს კაპიტალ-დაბანდებებს, More…
ბანკირი
(banquier) ბანკის მსხვილი აქციონერი ან პატრონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9