A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაო ბაპ ბარ ბას ბატ ბაუ ბაქ ბაშ ბაც ბახ
selected terms: 14 page 1 of 1
ბასეტ-ჰორნი
(basset-horn) სასულე საკრავი ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასი
(basso) 1. მამაკაცის ყველაზე დაბალი ხმა; ბანი, დვრინი. 2. ასეთი ხმის მქონე მომღერალი; ბანი. 3. დაბალი რეგისტრის სიმებიანი ან სასულე მუსიკალური საკრავი. 4. ბასები - მუსიკალური საკრავის More…
ბასილევსი
(basileus) 1)ძველ საბერძნეთში, ჰომეროსის ეპოქაში: ტომის ან ტომთა კავშირის ბელადი; 2)ზოგ ძველ ბერძნულ სახელმწიფოში: მეფე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასილისკო
(basiliskos) 1. ერთგვარი ხვლიკი; გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. 2. ზღაპრული ცხოველი, ურჩხული, რომელიც შეხედვითა და სუნთქვით კლავს ყოველ ცოცხალ არსებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასკაკი
თათრ.- თათარ-მონღოლთა ბატონობის დროს რუსეთში: მონღოლთა სარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა ხარკის აკრეფას და მოსახლეობის აღრიცხვას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასკოლოგი
ბასკოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასკოლოგია
ბასკების ენისა და კულტურის (ისტორიის, ლიტერატურის, ეთნოგრაფიის და სხვ.) შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასმა
( ; basma) 1.თმის ერთგვარი საღებავი.2."ანაბეჭდი" ისტ. -ლითონის (ვერცხლის, სპილენძის, ოქროს) თხელი ფურცლები ზედ ამოტვიფრული ნახატით; ხმარობდნენ სამკაულად. 3. ლითონის ფირფიტა (ან More…
ბასმაჩი
(басмач) შუა აზიაში (1918-1924 წწ.): საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტური ბანდების მონაწილე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასტარდი
(bastardus) 1)სხვადასხვა სახეობის ან გვარის ორგანიზმების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავალი; 2)შორეული ჰიბრიდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასტილია
(Bastille) ციხე-სიმაგრე და სახელმწიფო საპყრობილე პარიზში მე-14 – 18 სს.; საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისში, 1789 წლის 14 ივლისს, აიღეს აჯანყებულებმა; ეს დღე ითვლება საფრანგეთის ეროვნულ More…
ბასტიონი
(bastion) 1. ძველებური ციხე-სიმაგრის წინგამოწეული ნაწილი ხუთკუთხედის ფორმისა. 2.გადატ. ბურჯი, დასაყრდენი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასტონადა
(bastonada) "ჯოხის დარტყმა"ზოგ აღმოსავლურ ქვეყანაში: ადამიანთა დასჯა ჯოხის ცემით ქუსლებსა და ზურგში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბასტრი
(Bastern) შაქრის ფხვნილი ყვითელი ფერისა, რომელიც მიიღება რაფინადის წარმოების დროს; მდარე ხარისხისაა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9