A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბეგ ბედ ბევ ბეზ ბეი ბეკ ბელ ბემ ბენ ბეჟ ბერ ბეს ბეტ ბეფ ბეშ ბეჰ
selected terms: 75 page 1 of 4
ბეგი
თურქეთში და აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში: 1)მემამულე, ფეოდალი; 2)ბატონი ("ბატონის" მნიშვნელობით იხმარება სახელის შემდეგ; მაგ., დავით-ბეგი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეგონია
საკუთ. სახ.ტროპიკული ან სუბტროპიკული მცენარე; აქვს ლამაზი ფოთლები და ყვავილები; იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბედეკერი
ცნობარი მოგზაურთათვის, ტურისტებისათვის; მასში აღწერილია ამა თუ იმ ადგილის ღირსშესანიშნაობანი (გერმანელი გამომცემლის Baedecker-ის გვარის მიხედვით, რომელიც გამოსცემდა სხვადასხვა ქვეყნის More…
ბედლამი
(bedlam) სულით ავადმყოფთა სახლის სახელწოდება ლონდონში - 1)საგიჟეთი; 2)არეულ-დარეულობა, ქაოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბედლენდი
(bad lands) "ცუდი მიწები" ძლიერ დასერილი დაბალმთიანი რელიეფი, ძნელად სავალი და მიწათმოქმედებისათვის გამოუყენებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბედუინი
(badawin) მომთაბარე არაბი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბევსტროგანოვი
(beuf) "ძროხის ხორცი" და გვარი სტროგანოვიხორცის წვრილი ნაჭრებისაგან მომზადებული სოუსიანი საჭმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეზე
(baiser) "კოცნა"ათქვეფილი ცილისა და შაქრისაგან დამზადებული მსუბუქი ნამცხვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეზმენი
(безмен) ხელის ზამბარიანი ან ბერკეტიანი სასწორი, რომელზედაც ჰკიდებენ ასაწონ საგანს; ცალსასწორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეი
იგივეა, რაც ბეგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეიდევინდი
(bij de wind) იალქნიანი გემის კურსი, რომლის დროსაც გემის სიგრძივ ღერძსა და ქარის მიმართულების ხაზს შორის კუთხე 900-ზე ნაკლებია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეისბოლი
(baseball) ბურთის სპორტული თამაში ჩოგნით ცხრა-ცხრა კაცისაგან შემდგარ ორ გუნდს შორის; გავრცელებულია უმთავრესად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში; ბაზბურთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეკარი
(bécarre) სანოტო ნიშანი, რომელიც აუქმებს წინა დიეზს ან ბემოლს და აღადგენს ნოტის პირვანდელ სიმაღლეს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეკასი
(bécasse) ჭაობის ფრინველი; აქვს გრძელი და სწორი ნისკარტი; ჩიბუხა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეკეშა
(bekeš) მამაკაცის ძველებური პალტო, წელში ნაოჭასხმული და უკან გაჭრილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეკი
(back) მცველი (ფეხბურთში, ჰოკეიში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეკონი
(bacon) საგანგებოდ გამოყვანილი, დამარილებული ან შებოლილი ღორის ხორცი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბეკჰენდი
(back-hand) ჩოგბურთში: დარტყმა მარცხნიდან ისე, რომ მარჯვენა ხელისგული მიმართულია უკან, ხოლო ხელის ზურგი - წინ. See also: ფორჰენდი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბელადონა
(belladonna) შხამიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; მის ფოთლებსა და ფესვებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში (ტკივილების გასაყუჩებელ საშუალებად და სხვ.); შმაგა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბელემნიტები
(belemnon) "ისარი"ზღვის გადაშენებული მოლუსკები; განსაკუთრებით ფართოდ იყვნენ გავრცელებული ცარცულ ნალექებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9