A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბოა ბობ ბოგ ბოდ ბოი ბოკ ბოლ ბომ ბონ ბორ ბოს ბოტ ბოუ ბოფ ბოქ ბოშ ბოც ბოჰ
selected terms: 80 page 1 of 4
ბოა
(boa) მსხვილი მახრჩობელა გველი, 4 მეტრამდე სიგრძისა; გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში და მადაგასკარზე. Synonym: ბოა კონსტრიქტორი
ბობი
(bobby) პოლიციელის მეტსახელი ინგლისში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბობინა
(bobine) 1. სხვადასხვა მანქანაში: კოჭი, დოლი ან ლილვი, რომელზედაც ეხვევა მავთული, ძაფი, ქსოვილი და სხვ. 2. შიგაწვის ძრავებში: ინდუქციური კოჭი, რომელიც დაბალი ძაბვის დენს გარდაქმნის მაღალი More…
ბობსლეი
(bob-sleigh) 1. შეჯიბრება მთიდან სწრაფად დაშვებაში ყინულოვან-თოვლიან გზაზე სპეციალური (2-4 კაციანი) სამართავი მარხილებით. 2. თვით მარხილი ასეთი შეჯიბრებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბობსლეისტი
ბობსლეის (მნიშვ. 1) მონაწილე სპორტსმენი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოგდიხანი
(bogdohan) ჩინეთის იმპერატორების ტიტული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოგჰედი
(boghead) ნაირსახეობა წიაღისეული ნახშირისა, რომელიც წარმოქმნილია წყალმცენარეთა ნაშთებისაგან; მისგან იღებენ ხელოვნურ თხევად სათბობსა და საპოხ ნივთიერებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოდმერეა
(Bodmerei) ბურჟუაზიულ სახელმწიფოთა სამოქალაქო სამართალში: სესხი, რომელშიც დაგირავებულია გემი ან ტვირთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოდო
ასოთსაბეჭდავი ტელეგრაფის აპარატი, რომელიც ერთი სადენით ერთდროულად გადასცემს რამდენიმე დეპეშას ორივე მიმართულებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოი
(boy) 1. ბურჟუაზიულ ქვეყნებში: სასტუმროს მსახური ბიჭი, რომელსაც ევალება წერილების და სხვა ნივთების მიტან-მოტანა. 2. კოლონიებში: მსახური ადგილობრივ მკვიდრთაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოიარინი
(боярин, მრ. бояре) 1. ძველ რუსეთში (პეტრე I-მდე)- მსხვილი მიწათმფლობელი, გაბატონებული კლასის უმაღლესი ფენის წარმომადგენელი. 2. რუმინეთში (1945 წლის აგრარულ რეფორმამდე)- მსხვილი More…
ბოიკოტი
(ბოიკოტი) < საკუთ. სახ. – 1. პოლიტიკური ან ეკონომიკური ბრძოლის ხერხი - ცალკეულ პირებთან, ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებთან ურთიერთობის სრული ან ნაწილობრივი გაწყვეტა. 2. უარის თქმა More…
ბოიკოტირება
ბოიკოტის გამოცხადება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოილერი
(boiler) ბოილერ-ი [ინგლ. boiler] – (ტექ.). ქვაბი, რომელშიც წყალი ცხელდება სპეციალურ მილებში გატარებული ორთქლის საშუალებით; იყენებენ თბოელექტროცენტრალებში და სხვ. =უცხო სიტყვათა More…
ბოისკაუტი
(boy-scout) ევროპისა და ამერიკის ზოგ ქვეყანაში - საბავშვო და ახალგაზრდობის ბურჟუაზიული სპორტული ორგანიზაციის წევრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოისკაუტიზმი
ბოისკაუტების მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა მე-20 ს. დასაწყისში და რომლის მიზანი იყო ბურჟუაზიული საზოგადოების ბავშვთა ფიზიკური აღზრდა და სამხედრო მომზადება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოკალი
(bocal) "ქილა"მოზრდილი ფეხიანი ღვინის სასმისი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოლერო
(bolero) 1. წყვილთა ესპანური ცეკვა სიმღერისა და კასტანიეტების აყოლებით; მუსიკა ამ ცეკვისათვის;2. მუსიკალური ნაწარმოები (ინსტრუმენტული, ვოკალური) ამ ცეკვის რიტმით;3. ქალის მოკლე, უსახელოებო More…
ბოლიდი
(bolis (bolidos)) "სატყორცნი შუბი"დიდი, მეტისმეტად კაშკაშა მეტეორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოლივარი
საკუთ. სახ. - ვენესუელის ფულის ერთეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9