A B C D E F G H I J K L M N

გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გად გავ გაზ გაი გალ გამ გან გაო გარ გას გაუ გაფ გაშ
selected terms: 18 page 1 of 1
გარანტი
(garant) სახელმწიფო, დაწესებულება ან პირი, რომელიც იძლევა რისამე გარანტიას; თავდები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარანტია
(garantie) პირობა, რომელიც უზრუნველყოფს რისამე წარმატებას; საწინდარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარანტირება
გარანტიის მიცემა; უზრუნველყოფა რისამე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარაჟი
(garage) სპეციალური გადახურული ადგილი, ნაგებობა ავტომობილების სადგომად, მათ შესაკეთებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარდემარინი
(garde-marine) რევოლუციამდელ რუსეთში: წოდებულება საზღვაო აკადემიის უფროსკურსელებისა, რომლებიც ფლოტში პრაქტიკას გადიოდნენ; ამ წოდებულების მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარდერობი
(garde-robe) 1. ტანისამოსის კარადა. 2. ზედა ტანისამოსის (პალტოების და სხვ.) შესანახი საზოგადოებრივ ადგილებში, დაწესებულებებში. 3. ერთი ადამიანის ზედა ტანისამოსი (კაბები, კოსტიუმები და More…
გარდი
(garde) ლითონის პატარა ამობურცული ფარი - დაშნის, რაპირის ვადაზე ან რკალი - ხმლის ვადაზე; ფარიკაობის დროს ხელს იცავს გაჭრისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარიგა
(garigue) ხმელთაშუაზღვისპირეთის მთებში გავრცელებული ტანდაბალი ბუჩქების, ნახევრად ბუჩქების, ბოლქვიანი და სხვა მრავალწლოვანი ბალახების ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარმსილი
(garmsel) ტაჯიკ. მშრალი, ცხელი ქარი შუა აზიაში; ზაფხულობით უბერავს სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან; დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს კულტურულ მცენარეულობაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარნიერიტი
(garniérite) < საკუთ. სახ. ნიკელის სილიკატი რთული და არამუდმივი შემადგენლობისა; წარმოადგენს მადანს, საიდანაც იღებენ ნიკელს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარნიზონი
(garnison) სამხედრო ნაწილები, რომლებიც განლაგებული არიან მუდმივად ან დროებით ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, გამაგრებულ რაიონში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარნირი
(garnir) "მორთვა", "შეკაზმვა" საკაზმი (ბოსტნეული, კარტოფილი, მაკარონი და მისთ.) ხორცის ან თევზისაგან მომზადებული საჭმლისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარნისაჟი
(garnissage) მყარი დამცავი ფენა; წარმოიქმნება ისეთი მეტალურგიული აგრეგატის კედლების შიგა (მუშა) ზედაპირზე, რომლებიც განიცდის ინტენსიურ გაცივებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარნიტური
(garniture) 1.ერთი დანიშნულების მქონე საგნების (მაგ., ავეჯის, თეთრეულის) სრული კომპლექტი. 2.პოლიგრ. სხვადასხვა ზომის, მაგრამ ერთნაირი მოხაზულობისა და ხასიათის შრიფტის კომპლექტი. =უცხო More…
გაროტე
(garrote) ესპანეთში სიკვდილით დასჯა დახრჩობით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარპუნი
უმართებ See also: ჰარპუნი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარსონი
(garçon) საფრანგეთის, იტალიის რესტორნებსა და კაფეებში: ოფიციანტი, ლაქია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გარტი
უმართებ See also: ჰარტი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9