A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
დე- დეა დებ დეგ დედ დეე დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც დეჰ
selected terms: 323 page 1 of 17
დე-
(de) თავსართი, რომელიც აღნიშნავს: 1) მოცილებას, დაშორებას, შეცვლას და სხვ. მაგ., დეგაზაცია, დემობილიზაცია. 2) დაწევას, დაქვეითებას.მაგ., დეგრადაცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დე-იურე
(de jure) იურიდიულად, კანონის საფუძველზე, ფორმალურად. Antonym: დე-ფაქტო =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დე-ფაქტო
(de facto) ფაქტობრივად, სინამდვილეში. Antonym: დე-იურე =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეაერაცია
ორთქლის ქვაბებში: სითხეში (წყალში) გახსნილი გაზების (ჟანგბადის, ნახშირმჟავას და სხვ.) განდევნა - ქვაბის კედლების კოროზიისაგან დაცვის მიზნით. See also: აერაცია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებარკადერი
(débarcadère) 1. მდინარეებში: მცურავი ნავმისადგომი, რომელიც ნაპირზეა დამაგრებული. 2. მოძვ. რკინიგზის სადგურის პლატფორმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებატები
(débats) რაიმე საკითხის საჯარო განხილვა, აზრთა გაცვლა- გამოცვლა; კამათი, პაექრობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებეტი
(debet) "მართებს" ბუხჰალტ. შემოსავალ-გასავლის დავთრის მარცხენა გვერდი, სადაც შეაქვთ ყველა მიღებული ფასეულობა, აგრეთვე მოცემულ ანგარიშზე დარიცხული ყველა ვალი და გასავალი. More…
დებილი
(debilis) "სუსტი"1. გონებასუსტი ადამიანი. 2. საუბ. სულელი, უჭკუო, კრეტინი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებილობა
1)დებილის მდგომარეობა; 2)თანდაყოლოლი მცირე გონებრივი განუვითარებლობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებიტი
(débit) "გამოსავალი"სითხის (წყლის, ნავთობის და მისთ.) ან გაზის რაოდენობა, რასაც იძლევა წყარო დროის ერთეულში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებიტორი
(debitor) ბუხჰალტ. მოვალე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებიტორული დავალიანება
ბუხჰალტ. თანხა, რომელიც ეკუთვნის კრედიტორს მისი მოვალისაგან (დებიტორისაგან). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებიუტანტი
(débutant) პირი, რომელსაც დებიუტი აქვს, რომელიც პირველად გამოდის სცენაზე, სამოღვაწეო ასპარეზზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებიუტი
(début) მსახიობის პირველი გამოსვლა სცენაზე; პირველი გამოსვლა რაიმე სამოღვაწეო ასპარეზზე; ◊ ჭადრაკის პარტიის დასაწყისი (პირველი სვლები) ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი More…
დებიუტირება
პირველად გამოსვლა სცენაზე, სამოღვაწეო ასპარეზზე. See also: დებიუტი, მნიშვ.1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებლოკირება
(débloquer) 1)ბლოკადის (ალყის) მოხსნა; 2)ბლოკადის (ალყის, გარემოცვის) გარღვევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დებოში
(débauche) აყალ-მაყალი, აურზაური, ჩხუბი, უწესრიგობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგაზატორი
1. დეგაზაციის აპარატი. 2. პირი, რომელიც დეგაზაციას აწარმოებს. 3. დეგაზაციისათვის საჭირო ნივთიერება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგაზაცია
1. მომწამვლელი ნივთიერებისაგან გაწმენდა, გაუვნებლობა (ადგილისა, ტანისამოსისა და სხვ.) 2.ტექ. წყალში გახსნილი გაზების განდევნის პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეგენერატი
(degeneratus) 1. ადამიანი, რომელსაც დეგენერაციის, ფიზიკური ან სულიერი გადაგვარების ნიშნები აქვს. 2.საუბ. სულელი, კრეტინი, უჭკუო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9