A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
დე- დეა დებ დეგ დედ დეე დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც დეჰ
selected terms: 18 page 1 of 1
დეპარტამენტი
(département) 1. საფრანგეთში: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. 2. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიაში: სამინისტრო. სახელმწიფო დეპარტამენტი - ამერიკის შეერთებულ შტატებში: საგარეო More…
დეპეშა
(dépêche) 1. ტელეგრაფით გაგზავნილი ცნობა; ტელეგრამა. 2. სასწრაფო შეტყობინება, სასწრაფოდ გაგზავნილი პატაკი (სამხედრო, დიპლომატიური). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპიგმენტაცია
კანის ბუნებრივი ფერის დაკარგვა; გამოწვეულია ეპიდერმისის უჯრედებში პიგმენტის გაქრობით. See also: პიგმენტაცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპილაცია
(depilo) თმის, ბალნის მოცილება სამკურნალო ან კოსმეტიკური მიზნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპო
(dépôt) ლოკომოტივებისა და ვაგონების სადგომი, სათანადოდ მოწყობილი. სახანძრო დ. - სახანძრო მანქანების სადგომი. სისხლის დ. - ფიზიოლ. - ადამიანის ან ცხოველის ისეთი ორგანო (ელენთა, ღვიძლი, კანი), More…
დეპოზიტარი ქვეყნები
ქვეყნები, რომელთა შორის დადებულ ხელშეკრულებას შემდგომ შეუძლიათ ხელი მოაწერონ სხვა დაინტერესებულმა ქვეყნებმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპოზიტი
(depositum) "შესანახად მიცემული რამე" ფინანს. -თანხა ან ფასიანი ქაღალდები, შეტანილი საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში, შემნახველ სალაროში და მისთ) კრედიტორისათვის გადასაცემად (ანდა More…
დეპოზიტორი
ფინანს. დეპოზიტის მეანაბრე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპოლარიზატორი
დამატებითი ნივთიერება (მაგ., მანგანუმის ზეჟანგი), რომელიც შეჰყავთ გალვანურ ელემენტში პოლარიზაციის შესასუსტებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპოლარიზაცია
პოლარიზაციის მოსპობა ან შესუსუტება (გალვანურ ელემენტში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპონენტი
ფინანს. 1. იგივეა, რაც დეპოზიტორი. 2. პირი, რომელსაც წარმოებისა ან დაწესებულებისაგან ერგება თანხა და რაიმე მიზეზით არ მიუღია გარკვეულ ვადაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპონირება
(depono) "ვდებ"1. ფინანს. დეპოზიტის შეტანა. 2.დიპლ. სარატიფიკაციო სიგელების გადაცემა შესანახად რომელიმე სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანოსათვის (თუ ხელშეკრულებას ხელი More…
დეპოპულაცია
(dépopulation) სპეც. მოსახლეობის შემცირება, კლება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპორტაცია
(deportatio) პიროვნების გაძევება მისი მუდმივი ადგილსამყოფელიდან და სხვა ადგილას იძულებით დასახლება. Synonym: დეპორტირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპორტი
(déport) ბირჟ. სპეკულაციური გარიგება საკურსო განსხვავების მისაღებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპრესია
(depressio) "დათრგუნვა", "დაჩაგვრა"1. ეკონ. - ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების მოდუნება, შეფერხება. 2.მედიც. - ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოიხატება სულიერი დაძაბუნებით. More…
დეპუტატი
(deputatus) 1. არჩევითი სახელმწიფო დაწესებულების წევრი; არჩეული წარმომადგენელი. 2. რაიმე კოლექტივის მიერ მინდობილი დავალების შესასრულბლად არჩეული პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეპუტაცია
(députation) რწმუნებულთა ან არჩეულ პირთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებს რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების, კრების დავალებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9