A B C D E F G H I J K L M N

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
selected terms: 594 page 1 of 30
-ედრი
(< hedra) რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი ნიშნავს რამდენიმე ზედაპირით, წახნაგით შემოსაზღვრულს. მაგ., დეკაედრი. ჰექსაედრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეაკულაცია
(ejaculatio) გვიანდ. "ამონთხევა", "გადმონთხევა"თესლის გადმონთხევა. =ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. More…
ებერტისტები
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს: მემარცხენე პოლიტიკური დაჯგუფება იაკობინელთა რიგებში - მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის - ჟ. რ. ებერის (Hébert, 1757-1794) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა More…
ებონიტი
(ebonite) მაგარი მასალა, რომელსაც იღებენ რეზინული შენარევების ვულკანიზაციით; ფართოდ იყენებენ ელექტროტექნიკაში (საიზოლაციო მასალად),რადიოტექნიკაში, საავიაციო და ქიმიურ მრეწველობაში და სხვ. More…
ებრაიზმი
See also: ჰებრაიზმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ებრაისტი
See also: ჰებრაისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ებრაისტიკა
ებრაისტიკა - იხ. ჰებრაისტიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგალიტარიზმი
(égalitarisme < égalité) "თანასწორობა" წვრილბურჟუზიული უტოპიური თეორია, რომლის მიხედვითაც კერძო საკუთრება თანაბრად უნდა გადანაწილდეს ინდივიდუალურ მეურნეობებს შოროს. More…
ეგერი
(Jāger) 1.პროფესიონალი მონადირე, რომელიც ქირით მუშაობს სამონადირეო მეურნეობაში, ემსახურება მოყვარულ მონადირეებს და თვალყურს ადევნებს ნადირობის კანონების დაცვას. =უცხო სიტყვათა More…
ეგვიპტოლოგი
ეგვიპტოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგვიპტოლოგია
აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი, რომელიც სწავლობს ძველი ეგვიპტის ენას, ისტორიასა და კულტურას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგვტერი
(euktērion) 1. ეკლესიის მოშორებით ცალკე აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა; სამლოცველო. 2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო სასაფლაო, საძვალე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგზალტაცია
(exaltatio) უკიდურესად აღგზნებული ან აღფრთოვანებული მდგომარეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგზალტირებული
ეგზალტაციის მდგომარეობაში მყოფი; უკიდურესად აღგზნებული ან აღფრთოვანებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგზამენი
(examen) გამოცდა რაიმე სასწავლო საგანში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგზამინატორი
(examinator) გამომცდელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგზარქატი
ეგზარქოსის გამგებლობაში მყოფი საეკლესიო ოლქი; საეგზარქოსო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგზარქოსი
(exarchos) მართლმადიდებელთა ცალკე საეკლესიო ოლქის ან დამოუკიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეგზეგეზა
(exēgēsis) "განმარტება"1.ფილოლ. ძველი ტექსტების (განსაკუთრებით საღვთო წერილის) განმარტება. 2. რელიგ. კანონიკური ტექსტების (უპირატესად ბიბლიისა და ყურანის) განმარტება. =უცხო More…
ეგზეგეტიკა
(exēgētikos) "განმმარტებელი" მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ; ეგზეგეზის წესები და ხერხები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9