A B C D E F G H I J K L M N

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
ესე ესთ ესკ ესპ ესტ ესქ
selected terms: 13 page 1 of 1
ესკადრა
(escadre) 1. სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების დიდი შენაერთი. 2. სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთი ზოგი უცხო ქვეყნის არმიაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკადრილია
(escadrille) სამხედრო ავიაციის ქვეგანაყოფი, რომელიც თვითმფრინავების რამდენიმე რგოლისაგან (რაზმისაგან) შედგება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკადრონი
(escadron) კავალერიის ქვეგანაყოფი, რომელიც ქვეითი ჯარის ასეულს შეესაბამება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკალატორი
(ესკალატორი) განუწყვეტლივ მოძრავი კიბე ადამიანთა ასაყვანად და ჩასაყვანად; (იყენებენ მეტროპოლიტენის სადგურებში, დიდ მაღაზიებში და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკალაცია
(escalation) აგრესიის განუხრელი გაფართოების, გაძლიერების სტრატეგია (სიტყვა გაჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წრეებში 1965 წელს- ვიეტნამის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით). More…
ესკალოპი
(escalope) რბილი, მჭლე ხორცის შემწვარი ნაჭრები მოგრძო ფორმისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკარპი
(escarpe) 1. სიმაგრის გარეთა თხრილის უკანა, დამრეცი კედელი. 2. ტანკსაწინააღმდეგო დაბრკოლება სიმაგრის გარეთა თხრილის ციცაბო კედლის სახით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკვაირი
(esquire) ინგლისში: საპატიო ტიტული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკიზი
(esquisse) 1. წინასწარი მონახაზი (ნახატისა, სკულპტურისა, არქიტექტურული პროექტისა, თეატრალური დეკორაციისა და სხვ.);2. ლიტერატურული, მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის წინასწარი რედაქცია. More…
ესკიმო
(esquimau) ჩხირზე წამოცმული ნაყინი, რომელიც გარედან შოკოლადით არის დაფარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკორტი
(escorte) ვისიმე ან რისამე თანმხლები სამხედრო დაცვა; ბადრაგა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკუდო
(escudo) პორტუგალიის, ჩილესა და ზოგი სხვა ქვეყნის ფულის ერთეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ესკულაპი
(Aesculapius) რომაულ მითოლოგიაში: მკურნალობის ღმერთი; გამოხატავდნენ დაყრდნობილს კვერთხზე, რომელსაც გველი ეხვევა (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ასკლეპიოსი). =უცხო სიტყვათა More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9