A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
ვოდ ვოე ვოი ვოკ ვოლ ვომ ვონ ვოტ
selected terms: 45 page 1 of 3
ვოდანი
(Wodan, Wotan) უმაღლესი ღვთაება - ქარისა და ქარიშხლის, აგრეთვე ომისა და ვაჭრობა-ზღვაოსნობის ღმერთი (სკანდინავიურ მითოლოგიაში მას შეესაბამება ოდინი). Synonym: ვოტანი =უცხო სიტყვათა More…
ვოდევილი
(vaudeville) ერთ ან ორმოქმედებიანი მსუბუქი კომედია, რომელშიც სასიმღერო კუპლეტებია ჩართული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოდევილისტი
ვოდევილების ავტორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოევოდა
(воевода; wojewoda) 1. ძველ რუსეთში: ჯარის უფროსი; აგრეთვე ქალაქის ან ოლქის მმართველი. 2. პოლონეთში: სავოევოდოს უფროსი. =სავოევოდო 1)ისტ. ოლქი, რომელსაც ვოევოდა მართავდა. 2) პოლონეთში: More…
ვოიაჟი
(voyage) მოგზაურობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოიაჟორი
(voyageur) 1.იგივეა, რაც კომივოიაჟორი.2.მოძვ. მოგზაური. Synonym: კომივოიაჟორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკაბულა
(vocabulum) "სიტყვა"სალექსიკონო სტატიის სასათაურო სიტყვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკაბულარი
(vocabularium) ქრესტომათიის, სახელმძღვანელოს ან მისი ცალკეული ნაწილის ლექსიკონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალი
(vocale) ხმით შესრულება მუსიკალური ნაწარმოებისა. მაგ., ვოკალის ოსტატები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალიზაცია
1.(მუს.) სავარჯიშო მღერა მხოლოდ ხმოვანი ბგერებით;2. სტენოგრაფიაში: ხმოვნების გამოსახვა თანხმოვანთა გამოსახულების თავისებურად შეცვლით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალიზი
(vocalise) მომღერლის ხმისათვის განკუთვნილი უტექსტო სავარჯიშო ან ეტიუდი, რომელიც სრულდება მხოლოდ ხმოვანი ბგერების გამოცემით . =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალიზმი
(vocalis) "ხმოვანი" (ბგერა) ამა თუ იმ ენის ხმოვან ბგერათა სისტემა. Antonym: კონსონანტიზმი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალისტი
1. ვოკალური ხელოვნების სპეციალისტი; მომღერლის ხმის დაყენების სპეციალისტი;2. პროფესიონალური მომღერალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალური
(vocale) სიმღერასთან დაკავშირებული; ხმით შესასრულებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკლუზი
მიწისქვეშა მდინარე, დედამიწის ზედაპირზე წყაროდ გამოსული; სამხ. საფრანგეთში გამომდინარე წყაროს საკუთ.სახ. Vaucluse-ის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოლანი
(volant) "მფრინავი"1. ბადმინტონის თამაშში: კორპის ან პლასტმასის ძაბრისებრი ბურთი, რომელსაც ჩოგნით ისვრიან მაღლა გაჭიმული ბადის თავზე. 2. კაბის ნაწიბურის მორთულობა ერთგვარი; არშია. More…
ვოლაპიუკი
(volapük < world და speak) "ხელოვნური" , "მსოფლიო" და "ლაპარაკი"ერთ-ერთი ხელოვნური ენა, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ საერთაშორისო ენად; გამოიგონა ი. More…
ვოლეი
(volley) უფრო სწორად: ვოლი ბურთის მიღება ჰაერშივე (მაგ., ჩოგბურთში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოლვოქსი
(Volvox) მოძრავი მწვანე წყალმცენარე; აქვს სფეროს მოყვანილობა (დიამეტრი 0,2 -3 მმ;) ცხოვრობს დამდგარ მტკნარ წყალში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოლიერი
(voliére) შემოღობილი ადგილი, სათავსი ცხოველებისა და ფრინველებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9