A B C D E F G H I J K L M N

ზა ზე ზი ზლ ზმ ზო ზუ
selected terms: 70 page 1 of 4
ზადრუგა
1.სამხრეთ-სლავური პატრიარქალური საოჯახო თემი. 2. იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში: სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზალა
(Saal) დიდი ოთახი ბინაში ან დაწესებულებაში; დარბაზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზალპი
(залп; salve) "სალამი!"ერთდროული დაცლა რამდენიმე თოფისა, ზარბაზნისა და მისთ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზამინდარი
ინდოეთსა და პაკისტანში: მიწათმფლობელი, მემამულე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზამში
(zamsza) საგანგებოდ გამოყვანილი, ხავერდოვანი ზედაპირის მქონე რბილი ტყავი (ირმისა, თხისა, ცხვრისა და მისთ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზაუერი
ერთგვარი სისტემის ძველებური თოფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზებრა
(zèbre) < ეთიოპ. ველური თეთრ- და შავზოლებიანი ცხენი; გავრცელებულია აფრიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზებროიდი
ზებრისა და ცხენის ( ან ვირის) ნარევი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზებუ
(zébu) კუზიანი ხარი; შინაური ცხოველი, რომელიც გავრცელებულია აზიასა და აფრიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზევსი
(Zeus) უზენაესი ღმერთი; ღმერთი ცისა, ქუხილისა, ელვისა და წვიმისა; ითვლება ღმერთების და ადამიანების მამად და მეუფედ (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება იუპიტერი). =უცხო სიტყვათა More…
ზელტერი
ზელტერის წყალი - მინერალური მარილ-ნახშირმჟავა წყალი (ბუნებრივი ან ხელოვნურად დამზადებული); გერმანიის სოფელ Selters-ის წყაროს სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზელცი
(Sülze) "ლაბა"ძეხვეული, რომელიც დამზადებულია წინასწარ მოხარშული ხორცისაგან, ღორის ან საქონლის თავების, ფეხებისა და ენებისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზენზუბელი
(Simshobel) სადურგლო იარაღი - ფალცის (ნარიმანდის) ამოსაღები რანდა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზენიტი
(zénith) < არაბ. 1. ცის სფეროს უმაღლესი წარმოსახვითი წერტილი დამკვირვებლის თავზე. 2.გადატ. რისამე განვითარების მწვერვალი, უმაღლესი წერტილი. =საზენიტო - სამხ. რაც განკუთვნილია More…
ზენკერი
(Senker) ცილინდრული ნახვრეტების დასამუშავებელი ლითონსაჭრელი იარაღი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზერო
(zéro) ნული ქულა; ნული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზეტი
(zet) ფრანგული ანბანის ბოლო ასოს - z-ს სახელი; მათემატიკაში იხმარება უცნობი ან ცვლადი სიდიდის აღსანიშნავად იქსსა (x) და იგრეკთან (y) ერთად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზეფირი
(zephyros) 1. ერთგვარი ბამბის ქსოვილი; ჩვეულებრივ იყენებენ მამაკაცის საპერანგედ. 2. ხილის ერთგვარი მსუბუქი პასტილა. 3. ძველ საბერძნეთში: დასავლეთის თბილი ქარის სახელწოდება. =უცხო More…
ზიგზაგი
ზიგზაგ-ი [ფრანგ. zigzag < გერმ.] - ტეხილი ხაზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ზიგომიცეტები
ზიგომიცეტებ-ი [ბერძ. zeugos წყვილი და mykēs (mykētos) სოკო] - უდაბლესი სოკოების ჯგუფი; კარგად აქვთ განვითარებული მიცელიუმი, რომელიც უჯრედებად არ არის დაყოფილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9