A B C D E F G H I J K L M N

ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იხ
ინა ინბ ინგ ინდ ინე ინვ ინთ ინი ინკ ინო ინჟ ინრ ინს ინტ ინუ ინფ ინც ინჰ
selected terms: 81 page 1 of 5
ინტალიო
(intaglio) "ჭრა"რაიმე ძვირფასს ქვაზე ჩაღრმავებულად ამოკვეთილი გამოსახულება; თვით ასეთი ქვა. See also: გემა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტარსია
(intarsio) ინკრუსტაციის ერთ-ერთი სახე - ხეში ჩასმული სხვადასხვა ფერის ხისავე ფირფიტებით შექმნილი გამოსახულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტეგრალი
(integer) "მთელი"მთელი სიდიდე, რომელსაც განიხილავენ როგორც თავის უსასრულოდ მცირე ნაწილების ჯამს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტეგრალური
1.მათემ. ინტეგრალებთან დაკავშირებული. 2. მთლიანი, განუყოფელი. =2.ი. მიკროსქემა ან ინტეგრალური სქემა - მიკრომინიატურული ელექტრონული მოწყობილობა, რომლის ელემენტები განუყოფლად არიან More…
ინტეგრატორი
მექანიკურად გამოსათვლელი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტეგრაფი
(graphō) "ინტე(გრალი)" და "ვწერ"ხელსაწყო ინტეგრალური მრუდის დასახაზავად მოცემული დიფერენციალური განტოლების მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტეგრაცია
(integratio) "აღდგენა"1.მათემ. მოცემული ფუნქციის ინტეგრალის პოვნა. 2. ნაწილების გაერთიანება ერთ მთელად. 3.ლინგვ. ენათა (დიალექტთა) დაახლოება ურთიერთგავლენის შედეგად. Synonym: More…
ინტელექტი
(intelectus) ადამიანის აზროვნების უნარი; გონება, ჭკუა; გონებრივი განვითარების დონე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტელექტუალი
(intellectuel) "ინტელიგენტი"გონებრივად მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ლიტერატურაში, ხელოვნებაში (ზოგჯერ ახლავს ირონიული ელფერი). =უცხო სიტყვათა More…
ინტელექტუალიზმი
სახელწოდება იდეალისტური თეორიებისა, რომლებიც შემეცნებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტელექტს (გონებას, აზროვნებას) და უგულებელყოფს პრაქტიკული მოღვაწეობის როლს. =უცხო More…
ინტელექტუალისტი
ინტელექტუალიზმის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტელექტუალური
ინტელექტთან დაკავშირებული; გონებრივი, აზროვნებითი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტელიგენტი
(intelligens (intelligentis)) "მცოდნე", "მოაზროვნე"ინტელიგენციის წარმომადგენელი; პირი, რომელიც გონებრივ შრომას ეწევა (მასწავლებელი, ინჟინერი, ექიმი, აგრონომი, მწერალი, More…
ინტელიგენცია
(intelligentia) "მიხვედრილობა"სოციალური ფენა, რომელიც შედგება გონებრივი შრომის მუშაკებისაგან, იმ პირთაგან, რომელთაც აქვთ ცოდნა მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში. More…
ინტელიჯენს სერვისი
(Intelligence Service) დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოების ქსელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტენდანტი
(intendant) ოფიცერი, რომელსაც აკისრია ჯარის ნაწილებისა და სამხედრო დაწესებულებათა მომარაგება სურსათით, ფურაჟით, ტანისამოსით და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტენსიური
(intensio) "დაძაბულობა", "გაძლიერება"1. დაძაბული, გაძლიერებული. 2. უკეთესი შედეგის, ნაყოფიერების მომცემი. მაგ., ი. მიწათმოქმედება. Antonym: 2.ექსტენსიური =უცხო More…
ინტენსიფიკაცია
(intensification) რისამე ქცევა უფრო ინტენსიურად, რისამე ინტენსივობის გადიდება. Synonym: ინტენსიფიცირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინტერდიქტი
(interdictum) შუა საუკუნეებში: რომის პაპის მიერ რომელიმე ქალაქისათვის ან მთელი სახელმწიფოსათვის დადებული სასჯელი - წირვა-ლოცვის, მღვდელმსახურების დროებით აკრძალვა. =უცხო სიტყვათა More…
ინტერესი
(interest) "მნიშვნელობა აქვს", "მნიშვნელოვანია"1. რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი. 2. მიზანი, მისწრაფება, მოთხოვნილება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9