A B C D E F G H I J K L M N

ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იხ
ინა ინბ ინგ ინდ ინე ინვ ინთ ინი ინკ ინო ინჟ ინრ ინს ინტ ინუ ინფ ინც ინჰ
selected terms: 27 page 1 of 2
ინ-ფოლიო
(in folio ) -ში და "ფურცელი" გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის ნახევარს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფაიტინგი
(infighting) კრივში: ბრძოლა ახლო დისტანციაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფანტა
(infanta) ინფანტი ქალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფანტერია
(infanteria) ქვეითი ჯარი. ინფანტერიის გენერალი - მეფის რუსეთის ქვეით ჯარში: გენერლის უმაღლესი ჩინი; ამ ჩინის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფანტი
(infante) ესპანეთსა და პორტუგალიაში (მონარქიული მმართველობის დროს): უფლისწულის ტიტული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფანტილიზმი
(infantilis) "საბავშვო"ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფანტილური
ვისაც ინფანტილიზმი ახასიათებს; ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფარქტი
(infarctus) "გატენილი", "გავსებული"ზოგი ორგანოს (მაგ., გულის, ფილტვების, თირკმელების) ან ქსოვილის კვდომის კერა, გაჩენილი საბოლოო არტერიების სანათურის გაუვალობის შედეგად. More…
ინფერნალური
(infernalis) ჯოჯოხეთური. =ი. მკითხაობა - ქირომანტიის, ნეკრომანტიის, სპირიტიზმის, ჯადოქრობის, ალქიმიის და მისთანათა საერთო სახელწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფექცია
(infectio) ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმების შეჭრა ორგანიზმში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფექციური
ინფექციით გამოწვეული, გადამდები (დაავადება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფილტრატი
ორგანიზმის ქსოვილის გამკვრივება ინფილტრაციის შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფილტრაცია
(in -ში და filtratio) "გაწურვა"1. გაჟონვა. 2.მედიც. ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებში უცხო ნივთიერებათა შეჭრა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფინიტივი
(infinitivus) გრამატ. ზოგიერთ ენაში: ზმნის განუსაზღვრელი ფორმა (მაგ., რუს. читать, писать და მისთ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფიქსი
(infixus) "ჩარჭობილი"სიტყვის ძირში ჩართული აფიქსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფიცირება
დაავადება ინფექციის შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფლაცია
(inflatio) "გაბერვა"ქაღალდის ფულის გაუფასურება (როცა ბრუნვაში უშვებენ იმაზე მეტს, რაც საჭიროა საქონელბრუნვის მოთხოვნილებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფლუენცა
(influenza) გრიპის მოძველებული სახელწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ინფორმატიკა
(informatique; Informatik) დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სამეცნიერო ინფორმაციის სტრუქტურასა და ზოგად თვისებებს, აგრეთვე მის გადაცემას და გამოყენებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა More…
ინფორმატორი
პირი, რომელიც ინფორმაციას იძლევა; ცნობების მიმწოდებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9