A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კაა კაბ კაგ კად კაე კავ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კაქ კაშ კაჩ კახ კაჰ
selected terms: 36 page 1 of 2
კამა
ინდუიზმის პანთეონში: სიყვარულის ღმერთი, ვიშნუს და ლაქშმას შვილი; წარმოდგენილი ჰყავთ ყმაწვილის სახით, რომელიც ადამიანებს გულში ესვრის ყვავილის ისრებს . =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამამბერი
(camembert) ფრანგული ყველი ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამარილია
(camarilla) სასახლის კარისკაცთა ჯგუფი, რომელიც თავისი ინტრიგებით გავლენას ახდენს სახელმწიფო საქმეებზე პირადი გამორჩენის მიზნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამბალა
(камбала; <) ზღვის ბრტყელი თევზი, რომელსაც ორივე თვალი ერთ მხარეს აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამბიუმი
(cambium) "ცვლა"მცენარის ლაფანსა და მერქანს შორის მოქცეული უჯრედების ფენა, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდას სისქეში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამბრიული სისტემა
პალეოზოური ერის პირველი პერიოდი. კამბრიუმის წინა პერიოდი - დედამიწის ქერქის უძველესი წყებები და მათი წარმოქმნის შესაბამისი დრო, რომელიც შეადგენს დედამიწის გეოლოგიური ისტორიის 6/7-ს; უელსის More…
კამბუზი
(kombuis) 1. გემის სამზარეულო. 2. გემზე: თუჯის ან რკინის ღუმელი ქვაბითურთ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამეა
(cammeo) ქვა ან ნიჟარა, რომელზედაც რელიეფურად ამოკვეთილია ჩუქურთმა (სვამენ ბეჭედში, ბროშში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამელია
(camélia) < საკუთ. სახელიდან მარადმწვანე დეკორატიული მცენარე; აქვს ტყავისებური პრიალა ფოთლები და დიდი, ლამაზი წითელი ან თეთრი უსუნო ყვავილები; ამ მცენარის ყვავილი. =უცხო More…
კამენა
მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი ქალღმერთი (კამენები გაიგივებულია ბერძნულ მუზებთან). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამერ-იუნკერი
(Kammerjunker) მეფის რუსეთსა და ზოგ სხვა მონარქიულ სახელმწიფოში: დაბალი წოდებულება სამეფო კარზე; ამ წოდებულების მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამერ-ლაქია
(Kammerlackei) უფროსი ლაქია მეფის სასახლეში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამერ-პაჟი
(Kammer-page) მეფის რუსეთში: პაჟი, რომელიც სამსახურში იყო და მორიგეობდა სამეფო კარზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამერ-ფრეილინა
(камер-фрейлина; Kammer-fräulein) მეფის რუსეთში: წოდებულება, რომელიც ენიჭებოდათ დიდებულთა ქალიშვილებს; უფლებას აძლევდა მათ მიღებული ყოფილიყვნენ სამეფო კარზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამერა
(camera) 1. ზოგიერთ დაწესებულებაში: სადგომი, ოთახი სპეციალური დანიშნულებისა. მაგ., სადეზინფექციო კ.; ბარგის შესანახი კ. 2. ციხეში: ოთახი პატიმართათვის; საკანი. 3. დახურული სათავსი რაიმე More…
კამერა-ობსკურა
(camera obscura) "ბნელი ოთახი"ოპტიკური ხელსაწყო; შედგება შუქშეუვალი ყუთისაგან, რომლის წინა კედელზე არის პატარა ნახვრეტი; წინა ნახვრეტიდან შედის სინათლის სხივი, რომელიც მოპირდაპირე More…
კამერალისტიკა
(Kameralistik; caméralistique; camera) "ხაზინა"იმ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ დისციპლინათა სპეციალური ციკლი, რომლებიც ისწავლებოდა შუა საუკუნეებში ევროპის უნივერსიტეტებში და, More…
კამერალური
(caméral) კაბინეტში, ლაბორატორიაში წარმოებული (ითქმის ექსპედიციის მიერ საველე პირობებში მოპოვებული მასალების მეცნიერულ დამუშავებაზე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამერდინერი
(Kammerdiener) თავადაზნაურულ და ბურჟუაზიულ ყოფა-ცხოვრებაში: ბატონის პირადი მსახური მამაკაცი; ხელზე მოსამსახურე, ლაქია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამერისტი
(camériste) 1. თავადაზნაურულ და ბურჟუაზიულ ყოფა-ცხოვრებაში: ქალბატონის ხელზე მოსამსახურე; მოახლე, პირისფარეში. 2. სასახლის მსახური (ქალი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9