A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კოა კობ კოგ კოდ კოე კოვ კოზ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოუ კოფ კოქ კოშ კოც კოხ კოჰ
selected terms: 16 page 1 of 1
კოკა
(coca) < პერუს ინდიელთა ენიდან ტროპიკული ბუჩქი, რომლის ფოთლებისგანაც იღებენ კოკაინს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკაინი
(cocaina) შხამიანი ნივთიერება; იყენებენ ტკივილების გასაყუჩებლად და ნარკოტიკულ საშუალებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკაინიზმი
ნარკომანიის ერთ-ერთი სახეობა - ავადმყოფური მიდრეკილება კოკაინის, როგორც გამაბრუებელი საშუალების ხმარებისადმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკაინისტი
კოკაინიზმით შეპყრობილი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკარბოქსილაზა
სამკურნალო პრეპარატი, ვიტამინ B1-ის პიროფოსფორული ეთერი; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ამცირებს სტენოკარდიულ ტკივილს, აქვს ანტიარითმიული მოქმედება, დიაბეტის დროს ამცირებს აციდოზს. More…
კოკარდა
(cocarde) ლითონის მრგვალი ან ოვალური ნიშანი ფორმის ქუდზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკი
(kok) გემის მზარეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ (kokkos) "მარცვალი" ბურთისებრი ბაქტერია.
კოკილი
(coquille) მეტალურ. ლითონის ყალიბი მრავალჯერადი ჩამოსხმისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკიტოსი
(kōkytos) ერთ-ერთი მდინარე მიწისქვეშა სამეფოსი (აქერონტის შენაკადი), სადაც განისვენებენ გარდაცვლილთა სულები; "მდინარე გოდებისა". =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკლე
(kokle) ლატვიური ხალხური სიმებიანი საკრავი. Synonym: კუოკლე =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკნი
(cockney) 1. ინგლისური ენის "ლონდონური დიალექტი" - ლონდონის დაბალი ფენების (მდაბიური) მეტყველება. 2. ლონდონის ღარიბთა კვარტალების მკვიდრი მოსახლეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკოსი
See also: ქოქოსი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკოტი
(cocotte) მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკპიტი
(cockpit) იახტის, კატერის და მისთანების გემბანის კიჩოზე მოწყობილი სადგომი მესაჭისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკსაგიზი
უმართებ. See also: ქოქსაღიზი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოკტეილი
უმართებ. See also: კოქტეილი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9