A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კოა კობ კოგ კოდ კოე კოვ კოზ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოუ კოფ კოქ კოშ კოც კოხ კოჰ
selected terms: 76 page 1 of 4
კოლაბორაციონიზმი
(collaboration) "თანამშრომლობა", "ერთობლივი მოქმედება" მეორე მსოფლიო ომის პერიოდში: სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობა ფაშისტური ოკუპაციის დროს. =უცხო სიტყვათა More…
კოლაბორაციონისტი
კოლაბორაციონიზმის მომხრე; სამშობლოს მოღალატე, რომელიც თანამშრომლობდა ფაშისტ დამპყრობლებთან მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლაგენი
(kolla და genos) "წებო" და "გვარი", "წარმოშობა" ცილოვანი ნივთიერება; ცხოველის, ადამიანის შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოების ძირითადი ნაწილი; ხანგრძლივი More…
კოლაგენოზი
იგივეა, რაც კოლაგენური დაავადებანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლაგენური დაავადებანი
დაავადებანი, რომელთათვისაც დამახასიათებელია შემაერთებელი ქსოვილისა და სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება; ამ დაავადებათა ჯგუფს ჩვეულებრივ მიაკუთვნებენ რევმატიზმს, More…
კოლაჟი
(collage) დაწებება1. სახვით ხელოვნებაში: ტექნიკური ხერხი - რაიმე საფუძველზე, ფონზე დაწებება ისეთი მასალებისა, რომლებიც მისგან განსხვავდება ფერითა და ფაქტურით;2. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც More…
კოლარგოლი
სამკურნალო პრეპარატი, წვრილი მოლურჯო-შავი ფირფიტები; შეიცავს 70% ვერცხლს; ხსნარის სახით იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობის მოსაბანად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლატერალები
(collateralis) "გვერდით მყოფი" სისხლის მოძრაობის გვერდითი გზები, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლის მოდენას ან უკუდენას ძირითადი სისხლგამტარი ღეროს გვერდის ავლით. =უცხო სიტყვათა More…
კოლაფსი
(collapsus) "ვინც გონება დაკარგა" სისხლის წნევისა და გულის მოქმედების დაქვეითება ერთბაშად, რასაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლბა
(Kolben) მაღალყელიანი მინის ჭურჭელი მრგვალი ან კონუსური ფორმისა; იყენებენ ლაბორატორიებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლდ-კრემი
(cold-cream) კოსმეტიკური მალამო; ხმარობენ კანის დასარბილებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლეგა
(collega) ამხანაგი სამსახურის, პროფესიის, თანამდებობის მიხედვით; ამხანაგი სწავლაში (უმაღლეს სასწავლებელში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლეგია
(collegium) 1. თანამდებობის პირთა ჯგუფი, რომლებიც ქმნიან ადმინისტრაციულ, სათათბირო ან განმკარგულებელ ორგანოს. მაგ., სარედაქციო კ.; სამინისტროს კოლეგია. 2. ზოგი პროფესიის პირთა გაერთიანება. More…
კოლეგიუმი
(collegium) "ამხანაგობა", "თანამეგობრობა" ევროპის ზოგ ქვეყანაში მე-16 – 18 სს.-ში: დახურული საშუალო (ზოგჯერ უმაღლესი) სასწავლებელი; ეკუთვნოდა უპირატესად იეზუიტთა ორდენს. More…
კოლეგიური
კოლეგიის მიერ შესრულებული; არაერთპიროვნული, სხვებთან შეთანხმებული; ამხანაგური. See also: კოლეგიa, მნიშვ. 1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლეგიურობა
კოლეგიურობა - მმართველობის ფორმა, როდესაც რაიმე ორგანოს ხელმძღვანელობა ეკისრება ადამიანთა ჯგუფს (კოლეგიას). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლენკორი
(коленкор; ) "შეღებილი ბამბის ქსოვილი" ბამბის ქსოვილი ერთგვარი, წებოთი გაჟღენთილი; იყენებენ წიგნის კაზმვისას (ყუაზე ან ყდაზე გადასაკრავად). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლენქიმა
(kolla და enchyma) "წებო" და "გავსებული"; აქ "ქსოვილი" მცენარის მექანიკური ქსოვილი, რომელიც მის (უპირატესად ახალგაზრდა, მზარდ) ორგანოებს სძენს საჭირო სიმაგრეს. More…
კოლეჟი
(collège) საშუალო სასწავლებელი საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოლერი
(color) "ფერი" 1. ფერწერაში: საღებავის ფერი, ელფერი, ფერის სიმკვეთრე. 2. რისამე შესაღებად გამზადებული საღებავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9