A B C D E F G H I J K L M N

მა მე მი მნ მო მუ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მექ მეშ მეჩ მეც მეჯ მეჰ
selected terms: 17 page 1 of 1
მერგელი
(Mergel) ნალექი ქანი, რომელიც შედგება თიხისა და კირქვისაგან; იყენებენ ცემენტის დასამზადებლად, აგრეთვე სასუქად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერი
(maire) ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: მერიის მეთაური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერია
(mairie) ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: თვითმმართველობის ორგანო; მუნიციპალიტეტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერიდიანი
(meridianus) "საშუადღეო"წარმოსახვითი შეკრული მრუდი ხაზი, რომელიც გადის დედამიწის სფეროს პოლუსებზე და ეკვატორს გადაკვეთს სწორი კუთხით. ციური მერიდიანი - ასტრ. წარმოსახვითი მრუდი More…
მერითერიონი
(Moeris; thērion) ტბა მერიდა (ეგვიპტეში) და "მხეცი" უძველესი განათხარი ხორთუმიანი ძუძუმწოვარი, ხბოს ტოლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერინოსი
(merino (მრ. merinos)) 1. ნაზბეწვიანი ცხვრის ჯიში. 2. ასეთი ჯიშის ცხვრის მატყლი; ამ მატყლის ქსოვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერისტემა
(meristos) "გაყოფადი", "დანაწილებადი"მცენარის ქსოვილი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს დაყოფისა და ახალი უჯრედების წარმოქმნის უნარს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერკანტილიზმი
(mercantilisme ; mercante) "ვაჭარი"1. მე-16-18 საუკ. ევროპის სავაჭრო ბურჟუაზიის ეკონომიკური მოძღვრება და პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კეთილდღეობა თითქოს დამოკიდებულია არა More…
მერკანტილისტი
მერკანტილიზმის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერკანტილური
1. მერკანტილიზმთან დაკავშირებული. 2.გადატ. ვაჭრული, ანგარებიანი. See also: მერკანტილიზმი, მნიშვ. 1 =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მერკაპტანები
(merc(urius)და captans) "ვერცხლისწყალი" და "შემკვრელი"ორგანული ნაერთები, სპირტები, რომლებშიც ჟანგბადი ჩანაცვლებულია გოგირდით; აქვს ძალიან ცუდი სუნი; ბუნებაში მოიპოვება More…
მერკურანი
სოფ. მეურნ. თესლის კომპლექსური საწამლი (შხამი); იყენებენ ხორბლის, ჭვავის, სელის და სხვ. მშრალად გაუსნებოვნებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი 1989.
მერკური
(Mercurius) 1. რომ. მით. ვაჭრობის ღმერთი, ვაჭრებისა და მოგზაურთა მფარველი, ღმერთების შიკრიკი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰერმესი). 2. ასტრ. მზის სისტემის პლანეტა, მზესთან ყველაზე More…
მეროვინგები
>საკუთ. სახ. საფრანგეთის პირველი სამეფო დინასტია (მე-5-8 სს.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მეროლოგია
(meros და logos) "ნაწილი" და "მოძღვრება" ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ შეისწავლის მისი ცალკეული ორგანოების ზომებისა და ფორმების ვარიაციებს. More…
მერსერიზაცია
1. ვისკოზის დამზადების ერთ-ერთი სტადია; მდგომარეობს გარკვეული წესით ცელულოზის დამუშავებაში. 2. ბამბის ქსოვილების ან სხვა ცელულოზური ბოჭკოვანი მასალების დამუშავება ტუტის მაგარი ხსნარით More…
მერტელი
ქვიშისა და ჩამქრალი კირის ცეცხლგამძლე ნარევი; იყენებენ სამრეწველო ღუმლების (ბრძმედების, მარტენების, მიქსერებისა და სხვ.) წყობის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9