A B C D E F G H I J K L M N

მა მე მი მნ მო მუ
მი მია მიგ მიდ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მირ მის მიტ მიუ მიქ მიჩ მიც
selected terms: 32 page 1 of 2
მინა
(mina ) ფულისა და წონის ერთეული ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში და ანტიკურ საბერძნეთში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინარეთი
(minārat) მეჩეთის კოშკი, საიდანაც მუეძინი მუსლიმანებს სალოცავად მოუწოდებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინეზინგერი
(Minnesinger) შუა სს. გერმანიაში პოეტ-მომღერალი, რომელიც სიყვარულსა და რაინდობას უმღეროდა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989
მინერალი
(minéral) ბუნებრივი ქიმიური ნაერთი ან ელემენტი, რომელიც შედის დედამიწის ქერქის შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინერალიზატორები
მაგმაში გახსნილი აირები (ფთორი, ქლორი და სხვ.) და წყლის ორთქლი, რომლებიც ხელს უწყობენ ამოფრქვეული ქანების კრისტალიზაციას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინერალიზაცია და მინერალიზება
1. ორგანულ ნივთიერებათა გარდაქმნა მინერალებად, მინერალურ ნაერთებად. 2. რისამე გაჯერება მინერალური მარილებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინერალითი
მინერალით-ი [მინერალი და ბერძ. lithos ქვა] - აზბესტური ცემენტი; იყენებენ უწვავი გადასახურების, კიბეების, იატაკების და სხვ. დასამზადებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მინერალოგი
მინერალოგ-ი - მინერალოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მინერალოგია
მინერალოგია [ფრანგ. minéral მინერალი და ბერძ. logos მოძღვრება] - მეცნიერება მინერალების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მინერალური
1. რაც მინერალს წარმოადგენს, მინერალებისაგან შემდგარი. მაგ., მინერალური სასუქები. 2. მინერალების შემცველი მაგ., მინერალური წყალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინერვა
(Minerva) სიბრძნის ქალღმერთი, მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის მფარველი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ათენა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინი
მინიმალური ან მინიატიურული; ითქმის ძალიან მოკლე კაბაზე, ქვედატანზე, აგრეთვე ძალიან პატარა ავტომობილზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინიატიურა
(miniatura) 1. პატარა ფერადი სურათი ან მოხატული მთავრული ასო ძველ ხელნაწერებში, წიგნებში. 2. ფაქიზად შესრულებული პატარა სურათი, პორტრეტი. 3. პატარა ლიტერატურული ან მუსიკლაური ნაწარმოები. More…
მინიატიურიზაცია
რაიმე ხელსაწყოების, მოწყობილობათა და მისთ. ზომების შემცირება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინიატიურისტი
მინიატიურების მხატვარი; მინიატიურების მწერალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინიატიურული
1. მინიატიურასთან დაკავშირებული. 2. ძალიან პატარა და კოხტა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინიმალი
(minimus) "ყველაზე პატარა", "უპატარავესი"საგანი ყველაზე პატარა ზომისა (როგორისაც კი შეიძლება დაუშვან ან გაითვალისწინონ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინიმალიზმი
(minimus) "უმცირესი" მოთხოვნათა დაყვანა მინიმუმამდე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინიმალური
(minimus) "უმცირესი" ყველაზე ნაკლები, უმცირესი. Antonym: მაქსიმალური =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მინიმუმი
(minimum) 1. ყველაზე ნაკლები რაოდენობა რისამე. 2. ცოდნის ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია ამა თუ იმ დარგში. მაგ., ტექნიკური მ. საკანდიდატო მინიმუმი. საარსებო მ. - სახსრების More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9