A B C D E F G H I J K L M N

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოო ოპ ორ ოს ოტ ოუ ოფ ოქ ოც ოხ
ოფე ოფთ ოფი ოფო ოფს ოფტ ოფც
selected terms: 21 page 1 of 2
ოფერტი
(offertus) "შეთავაზებული"წინადადება ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც შეიცავს ყველა არსებით პირობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმია
(ophthalmos) "თვალი"თვალის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმო
(ophthalmos) "თვალი"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს თვალთან, თვალის დაავადებებთან დაკავშირებულს. მაგ., ოფთალმოლოგია. ოფთალმოსკოპი. =უცხო სიტყვათა More…
ოფთალმოდინამომეტრია
(ophthalmos) "თვალი" და "დინამომეტრია" თვალის ბადურას სისხლძარღვებში წნევის გაზომვის მეთოდი. See also: დინამომეტრია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოლოგი
ოფთალმოლოგიის სპეციალისტი ექიმი; თვალის ექიმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოლოგია
(ophthalmos და logos) "თვალი" და "მოძღვრება"მეცნიერება თვალის სნეულებათა და მათი მკურნალობის შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოსკოპი
(ophthalmos და skopeō) "თვალი" და "ვუყურებ"თვალის გამოსაკვლევი სამედიცინო ხელსაწყო – ხელში დასაჭერი ტარიანი მრგვალი სარკე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოსკოპია
ოფთალმოსკოპის საშუალებით თვალის ფსკერის გამოკვლევის მეთოდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფისი
(office) ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში: კანტორა, უწყება, სამმართველო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიცერი
(Offizier) პირი, რომელიც არმიისა და ფლოტის მეთაურთა შემადგენლობას განეკუთვნება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიციალისი
(officialis) 1. ძვ. რომში: მოხელე, რომელიც მსახურობდა ერთ-ერთ უმაღლეს მაგისტრატთან. 2. შუა საუკუნეებში: ეპისკოპოსის დამხმარე მოხელე, რომელიც განაგებდა საერო საქმეებს; საეკლესიო მსაჯული. More…
ოფიციალური
(officialis) "თანამდებობრივი"1. ხელისუფლების, ადმინისტრაციის მიერ ან თანამდებობის პირის მიერ დადგენილი, მათგან მომდინარე. მაგ., ოფიციალური დოკუმენტი. ოფიციალური ოპონენტი . 2. More…
ოფიციანტი
(Offiziant) რესტორნის, სასადილოს, კაფეს მოსამსახურე – საჭმელ-სასმელის მიმტანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიციოზი
ოფიციოზური ბეჭვდითი ორგანო; გაზეთი, ჟურნალი და მისთ., რომელიც მთავრობის ოფიციალურ ორგანოდ არ ითვლება, მაგრამ მის თვალსაზრისს გამოხატავს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიციოზური
(offiziōs) ფორმალურად მთავრობისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ სინამდვილეში მისი თვალსაზრისის გამომხატველი. მაგ., ოფიციოზური გაზეთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფორტი
(eau-forte) ლითონზე შესრულებული გრავიურა, სადაც გამოსახულების ჩაღრმავებული ელემენტები მჟავებით ლითონის ამოჭმის გზით არის მიღებული; ასეთი გრავიურის ანაბეჭდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, More…
ოფორტისტი
ოფორტის სპეციალისტი მხატვარ-გრავიორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფსაიდი
(off side) ფეხბურთში: თამაშგარე მდგომარეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფსეტი
(offset) ბეჭვდის ხერხი, რომლის დროსაც საბეჭდი ფორმიდან საღებავი გადადის ჯერ რეზინის ზედაპირზე, ხოლო იქიდან კი – ქაღალდზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფტალმოლოგი, ოფტალმოლოგია
უმართებ.. See also: ოფთალმოლოგი, ოფთალმოლოგია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9