A B C D E F G H I J K L M N

პა პე პი პლ პმ პნ პო პრ პტ პუ პფ
პა პაბ პაგ პად პავ პაზ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაუ პაქ პაშ პაჩ პაც
selected terms: 53 page 1 of 3
პალადა
(Pallas (Pallados)) ქალღმერთ ათენას ერთ-ერთი ეპითეტი («ათენა პალადა»). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალადინი
(paladin) შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: რაინდი მეფის ამალაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალადიუმი
(Palladium) ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო ლითონი პლატინის ჯგუფისა; იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალანკინი
(palanquin ) აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგ ქვეყანაში: მხრებზე დასადგმელი ტახტრევანი დიდებულთა სატარებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალანტინი
(palatine) ქალის მხრებზე წამოსასხამი ბეწვისა ან ხავერდისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალატა
(palatium) "სასახლე"1. საავადმყოფოს ოთახი, რომელშიც ავადმყოფები წვანან. 2. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო (კავშირის საბჭო, ეროვნებათა საბჭო), რომელიც შედის საბჭოთა კავშირის უმაღლესი More…
პალატალიზაცია და პალატალიზება
პალატალურად ქცევა (ბგერისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალატალური
(palatum) "სასა"მაგარ სასასთან ენის ზურგის მიახლოებით წარმოქმნილი (ბგერა). მაგ., ლ პალატალურია ი-ს წინ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალაფიტები
(palafitta) ხის ხიმინჯებზე დაყრდნობილი საცხოვრებელი ნაგებობანი ზღვის ყურეების, მდინარეების, ტბების ნაპირებთან, დაჭაობებულ ადგილებში; ცნობილია ნეოლითიდან, გავრცელებულია აზიის, ოკეანიის, More…
პალაში
(palasz ) ორპირი მახვილი ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალაცო
(palazzo) იტალიაში: სასახლე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალეო-
(palaios) "ძველი"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს ძველს, უძველესს, ძველ დროსთან დაკავშირებულს. მაგ., პალეოზოოლოგია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალეოაზიური ხალხები
წარმოშობითა და ენით განსხვავებული ჩრდილოეთის მცირე ხალხების (ჩუქჩების, კორიაკების და სხვ.) პირობითი სახელწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალეოანთროპები
(palaios და anthrōpos) "ძველი" და "ადამიანი"განზოგადებული სახელი განათხარი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში 250-350 ათასი წლის წინათ (შდრ. More…
პალეოანთროპოლოგია
ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს განამარხებული ადამიანის ნაშთებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალეობიოლოგია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ორგანული სამყაროს ისტორიული განვითარების პროცესს; ევოლუციური პალეონტოლოგია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალეობიოცენოზი
(palaios) "ძველი" და "ბიოცენოზი"ბიოცენოზის ნაწილი, რომელიც შემონახულია ნამარხ მდგომარეობაში; ერთობლიობა ორგანიზმებისა, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ. See also: More…
პალეობოტანიკა
პალეონტოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს წარსული გეოლოგიური ეპოქების განამარხებულ მცენარეებს; ფიტოპალეონტოლოგია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალეოგენი
(palaios და genos) "ძველი" და "წარმოშობა"კაინოზოური ერის პირველი პერიოდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
პალეოგეოგრაფია
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირზე არსებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9