A B C D E F G H I J K L M N

ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ
ტაბ ტაე ტავ ტაი ტაკ ტალ ტამ ტან ტაპ ტარ ტას ტატ ტაუ ტაფ ტაქ ტაშ ტაც ტახ
selected terms: 24 page 1 of 2
ტაქეომეტრი
ტაქეომეტრ-ი [ბერძ. tachys სწრაფი და metreō ვზომავ] - გეოდეზიური ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად არკვევენ ჰორიზონტალურ მანძილებს და აგრეთვე სიმაღლეებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქეომეტრია
ტაქეომეტრია - ადგილმდებარეობის გადაღება ტაქეომეტრის საშუალებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქიკარდია
ტაქიკარდია [ბერძ. tachys სწრაფი და kardia გული] – (მედიც.). გულისცემის აჩქარება (შდრ. ბრადიკარდია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქიპნოე
ტაქიპნოე [ბერძ. tachys სწრაფი, მოკლე და pnoē სუნთქვა] – (მედიც.). გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, რომელსაც არ ახლავს მისი რიტმის დარღვევა; ქოშინის ერთ-ერთი სახეობა. =უცხო სიტყვათა More…
ტაქისტოსკოპი
ტაქისტოსკოპ-ი [ბერძ. tachistos უსწრაფესი და skopeō ვუყურებ] - აპარატი, რომლის საშუალებითაც ადამიანი გამოიმუშავებს სწრაფი წაკითხვის უნარს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქომეტრი
ტაქომეტრ-ი [ბერძ. tachos სიჩქარე და metreō ვზომავ] - ბრუნვის სიჩქარის გასაზომი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსა1
ტაქსა1 [რუს. такса < გერმ. Dachshund] - პატარა ძაღლი, რომელსაც გრძელი ტანი და მოკლე ფეხები აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსა2
ტაქსა2 [taxe] - ნიხრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსატორი
ტაქსატორ-ი - ტაქსაციის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსაცია
ტაქსაცია [ლათ. taxatio] – 1. რისამე ნიხრის დადგენა; შეფასება. 2. სატყეო მეურნეობაში: ნარგავების რაოდენობის, ხეების მოცულობის, მერქნის მარაგის, ტყის ნამატის განსაზღვრა და შეფასება. 3. რისამე More…
ტაქსი
ტაქს-ი [ფრანგ. taxi] - ავტომობილი, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები ან გადააქვს ტვირთი; აქვს მრიცხველი, რომელზედაც აღინიშნება მგზავრობის (გადაზიდვის) ღირებულება გავლილი მანძილის More…
ტაქსიდერმია
ტაქსიდერმია [ბერძ. taxis მოწყობილობა და derma კანი, ტყავი] - ცხოველთა ფიტულების დამზადება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსიდერმისტი
ტაქსიდერმისტ-ი - ტაქსიდერმიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსისები
ტაქსისებ-ი [< ბერძ. taxis განლაგება] - თავისუფლად გადაადგილების უნარის მქონე მიკროორგანიზმებისა და უმარტივესი მცენარეების (აგრეთვე მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ზოგი უჯრედის) More…
ტაქსისტი
ტაქსისტ-ი - (საუბ.). ტაქსის მძღოლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსომეტრი
ტაქსომეტრ-ი [ლათ. taxo შევაფასებ და ბერძ. metreō ვზომავ] - ტაქსიზე დადგმული მრიცხველი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსომოტორი
ტაქსომოტორ-ი - იგივეა, რაც ტაქსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსონი
ტაქსონ-ი [< ლათ. taxo შევაფასებ] - რაგინდარა ერთეული (სახეობა, გვარი, ოჯახი, კლასი და მისთ.) მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსონომია
ტაქსონომია [ბერძ. taxis განლაგება და nomos კანონი] - იგივეა, რაც სისტემატიკა (მნიშვ. 2). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქსოფონი
ტაქსოფონ-ი - იგივეა, რაც ტელეფონ-ავტომატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9