ტერაკოტა [იტალ. terra cotta გამომწვარი თიხა] - გამომწვარი ფერადი თიხა; ასეთი თიხის მოუჭიქავი ნაკეთობა. ტერაკოტისფერი - მოწითალო-ყავისფერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტერარიუმ-ი [< ლათ. terra მიწა] - სათავსი (ყუთი, შემოღობილი მიწის ნაკვეთი და სხვ.), სადაც ინახავენ წყალხმელეთა ცხოველებსა და ქვეწარმავლებს მათზე დაკვირვების საწარმოებლად. =უცხო More…
ტერატოლოგია [ბერძ. teras (teratos) მახინჯი; ურჩხული და logos მოძღვრება] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ანომალიებს, განვითარების მანკს და სიმახინჯეს. More…
ტერატომა [ბერძ. teras (teratos) მახინჯი, სიმახინჯე და -ōma (სიმსივნის აღმნიშვნელი დაბოლოება)] – (მედიც.). სიმსივნე, რომელიც ჩნდება ქსოვილის ემბრიონული განვითარების დარღვევის შედეგად. More…
ტერბიუმ-ი [ლათ. Terbium] - ქიმიური ელემენტი, იშვიათმიწოვანი ლითონი; განეკუთვნება ლანთანოიდებს [შვეციის პატარა ქალაქ იტერბის (Ytterby) სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტერენკურ-ი [გერმ. Terrainkur] – 1. სამკურნალო (დოზირებული) სიარული. 2. კურორტებზე, სანატორიუმებში: სპეციალურად მოწყობილი გზები სამკურნალო სიარულისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტერიერ-ი [ფრანგ. terrier] - საერთო სახელწოდება ძაღლების რამდენიმე ჯიშისა, რომელთაგანაც ზოგი სახლისაა (ოთახისა), ზოგს კი პატარა მხეცებზე სანადიროდ იყენებენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტერიტორიულ-ი - ტერიტორიასთან დაკავშირებული. ტერიტორიული წყლები - ზღვის ან ოკეანის ზოლი ნაპირის გაყოლებაზე, რომელიც შედის სანაპირო სახელმწიფოს შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტერმინალ-ი [< ლათ. terminalis საბოლოო] – 1. მოწყობილობა გამოთვლითი სისტემის შემადგენლობაში; განკუთვნილია სისტემაში ინფორმაციის შესატანად და იქიდან ინფორმაციის გამოსატანად. 2. ბოლო More…
ტერმინალურ-ი [ლათ. terminalis დასასრულის მომასწავებელი] – (წიგნ.). ბოლო, საბოლოო. ტერმინალური მდგომარეობა - (მედიც.). სიცოცხლის უკანასკნელი სტადია, სასაზღვრო მდგომარეობა სიცოცხლესა და More…
ტერმინატორ-ი [< ლათ. termino საზღვარს ვავლებ, ვყოფ] – (ასტრ.). სინათლისა (დღისა) და სიბნელის (ღამის) საზღვარი პლანეტის ან მისი თანამგზავრის ზედაპირზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტერმინ-ი [ლათ. terminus საზღვარი] - სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რაიმე დარგის გარკვეულ ცნებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტერმინოლოგია [ტერმინი და ბერძ. logos მოძღვრება] - მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რაიმე დარგში ხმარებულ ტერმინთა ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი