ტოპაზ-ი [ბერძ. topazos] - მინერალი სილიკატების ჯგუფისა; შეიცავს ფთორს; მოიპოვება ღვინისფერი, ცისფერი, იისფერი და სხვ. (გამჭვირვალე ტ. ძვირფასი ქვაა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოპიარია [ლათ. topiaria მებაღეობა] - საბაღო დეკორატიული ხელოვნება - ხეებისა და ბუჩქებისათვის სხვადასხვა ცხოველის, პირამიდების და მისთ. ფორმის მიცემა; იცოდნენ ჯერ კიდევ ძველ რომში. More…
ტოპო- [< ბერძ. topos ადგილი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს რაიმე ადგილთან დაკავშირებულს. მაგ., ტოპოგრაფია. ტოპონიმიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოპოგრაფია [ბერძ. topos ადგილი და graphō ვწერ] – 1. გეოდეზიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ზედაპირს, მისი გაზომვისა და გეგმაზე ან რუკაზე გამოსახვის ხერხებს. 2. რომელიმე ქვეყნის ან More…
ტოპოგრაფიულ-ი - ტოპოგრაფიასთან დაკავშირებული. ტოპოგრაფიული ანატომია - ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სხეულის ორგანოების ურთიერთგანლაგებასა და ურთიერთკავშირს. =უცხო სიტყვათა More…
ტოპოლოგია [ბერძ. topos ადგილი და logos მოძღვრება] - მათემატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის გეომეტრიული ფიგურების უზოგადეს თვისებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტოპონიმიკა [ბერძ. topos ადგილი და onyma სახელი] – 1. რომელიმე ადგილის გეოგრაფიულ სახელთა (დასახლებული პუნქტების, მდინარეების, მთების და მისთანების სახელთა) ერთობლიობა. 2. ლექსიკოლოგიის More…