ტრედუნიონ-ი [ინგლ. trade-union] - პროფესიული კავშირის სახელწოდება ინგლისში (და, აგრეთვე, მთელ რიგ სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტრედუნიონიზმ-ი [ინგლ. trade-unionism] - მუშათა მოძრაობაში ოპორტუნისტული მიმდინარეობა, რომელიც ზღუდავს ამ მოძრაობის ამოცანებს ეკონომიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის ბრძოლით, უარყოფს More…
ტრეველერსჩეკ-ი [ინგლ. traveller’s cheque «მოგზაურის ჩეკი»] – (ფინანს.). ფულის აკრედიტივი, რომლითაც სარგებლობენ საზღვარგარეთ ყოფნის დროს; ამ დოკუმენტით ფულის მიღება შეიძლება ყოველ პუნქტში, More…
ტრემა [ფრანგ. tréma < ბერძ. trēma ნახვრეტი] - ზოგი ევროპული ენის დამწერლობაში: ორწერტილი ხმოვნის აღმნიშვნელ ასოზე; ნიშნავს, რომ იგი არ არის დიფთონგის ნაწილი და წარმოითქმება წინა More…
ტრემატოდებ-ი [ბერძ. trēmatodēs ნახვრეტის მქონე] – (ზოოლ.). ბრტყელი ჭიები, რომლებიც პარაზიტობენ ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტრემოლო [იტალ. tremolo მთრთოლვარე] – (მუს.). ორი არამეზობელი ბგერის სწრაფი მონაცვლეობა ან ერთი და იმავე ბგერის ძალიან სწრაფად გამეორება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი