A B C D E F G H I J K L M N

უა უბ უე უვ უზ უი ულ უმ უნ უო ურ უს უტ უფ უხ
ურა ურბ ურგ ურე ური ურნ ურო ურტ
selected terms: 26 page 1 of 2
ურანი
ურან-ი – რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; მისგან იღებენ სამრეწველო ატომურ ენერგიას [პლანეტა ურანოსის სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურანია
ურანია [ბერძ. Urania] – ბერძნულ მითოლოგიაში: 1. ასტრონომიის მფარველი მუზა; წარმოდგენილი ჰყავდათ ქალად, რომელსაც ხელში გლობუსი უჭირავს. 2. აფროდიტეს ერთ-ერთი ეპითეტი. =უცხო სიტყვათა More…
ურანინიტი
ურანინიტ-ი – მინერალი, რომლისაგანაც იღებენ ურანსა და მის ნაერთებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურანოგრაფია
ურანოგრაფია [ბერძ. uranos ცა, ზეცა და graphō ვწერ] – (ასტრ.). თანავარსკვლავედებისა და შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავების აღწერა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურანოსი
ურანოს-ი [ბერძ. Uranos] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში:ცის ღმერთი, გეას (დედამიწის) შვილი; ტახტიდან ჩამოაგდო თავისმა შვილმა კრონოსმა. 2. (ასტრ.). მზიდან რიგით მეშვიდე დიდი პლანეტა მზის სისტემისა. More…
ურატები
ურატებ-ი [< ბერძ. uron შარდი] – (ქიმ.). შარდმჟავას მარილები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურბანიზაცია
ურბანიზაცია [ფრანგ. urbanisation < ლათ. urbs ქალაქი] – მრეწველობისა და მოსახლეობის მსხვილ ქალაქებში თავმოყრის პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურბანიზმი
ურბანიზმ-ი [ფრანგ. urbanisme < ლათ. urbs ქალაქი] – 1. ბურჟუაზიული თეორია, რომელიც იცავს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებას დიდ ქალაქებში (სოფლის საზიანოდ). 2. ხელოვნებასა More…
ურბანისტი
ურბანისტ-ი – ურბანიზმის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურბანისტიკა
ურბანისტიკა – ხუროთმოძღვრების დარგი, რომლის საქმეა თანამედროვე დიდი ქალაქების დაპროექტება და მშენებლობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურგენტული
ურგენტულ-ი [< ლათ. urgens (urgentis) < urgeo ვაწვები, ვაჩქარებ] – (მედიც.). სასწრაფო, გადაუდებელი. მაგ., უ. თერაპია. უ. ქირურგია. ურგენტული ავადმყოფი – მძიმე მდგომარეობაში More…
ურეთრა
ურეთრა [ბერძ. urēthra] – (ანატ.). შარდსადენი მილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურეთრიტი
ურეთრიტ-ი – (მედიც.). ურეთრის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურეთროსკოპი
ურეთროსკოპ-ი [ბერძ. urēthra შარდსადენი მილი და skopeō ვუყურებ] – (მედიც.). ოპტიკური ხელსაწყო შარდსადენი მილის შიგნითა კედლის გამოსაკვლევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურემია
ურემია [ბერძ. uron შარდი და haima სისხლი] – (მედიც.). ორგანიზმის მოწამვლა თირკმლების დაავადების დროს მათ მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო. =უცხო სიტყვათა More…
ურეტრა, ურეტრიტი
ურეტრა, ურეტრიტი... (უმართებ.). იხ. ურეთრა, ურეთრიტი... =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურინა
ურინა [ლათ. urina] (მედიც.). შარდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ურნა
ურნა [ლათ. urna] – 1. სპეციალური ყუთი, რომელსაც აქვს ჭრილი ბიულეტენების ჩასაყრელად ფარული კენჭისყრის დროს. 2. ჭურჭელი ან ყუთი, რომელიც დგას ქუჩებში პაპიროსის ნამწვების, რისამე ნარჩენების More…
ურო-
ურო- [< ბერძ. uron შარდი] – რთული სიტყვის (სამედიცინო და ბილოგიური ტერმინების) პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს შარდთან, შარდოვანასთან, შარდსასქესო ორგანოებთან დაკავშირებულს. More…
ურობაქტერიები
ურობაქტერიებ-ი [ბერძ. uron შარდი] – ბაქტერიები, რომლებიც შარდოვანას შლიან ამიაკად და ნახშირორჟანგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9