A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
ქილ ქიმ ქინ ქირ ქიტ
selected terms: 10 page 1 of 1
ქიმერა
ქიმერა [ბერძ. Chimaira] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც აქვს ლომის თავი, თხის ტანი და გველის თავით დასრულებული კუდი; მოკლა ბელეროფონტმა. 2. შუა საუკუნეების More…
ქიმერული
ქიმერულ-ი - განუხორციელებელი, ფანტასტიკური (იხ. ქიმერა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმია
ქიმია [ბერძ. chēmeia] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა ატომურ აგებულებას და ერთი ნივთიერების გარდაქმნას სხვა ნივთიერებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიათერაპია
ქიმიათერაპია [ქიმია და ბერძ. therapeia მკურნალობა] - ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ქიმიური ნივთიერებებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიზაცია
ქიმიზაცია - ქიმიის მიღწევათა ყოველმხრივი გამოყენება, ქიმიური პროცესებისა და უახლესი ქიმიური მასალების დანერგვა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკალიები
ქიმიკალიებ-ი [გერმ. Chemikalien] - ქიმიური წარმოების პროდუქტები, ქიმიური პრეპარატები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკატები
ქიმიკატებ-ი - იგივეა, რაც ქიმიკალიები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკოსი
ქიმიკოს-ი - ქიმიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიური
ქიმიურ-ი - ქიმიასთან დაკავშირებული; რასაც ქიმია სწავლობს. ქიმიური ელემენტი - მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმუსი
ქიმუს-ი [ბერძ. chymos წვენი] - თხელი ფაფისებური მასა ნაწლავებში; წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი წვენების მოქმედების შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9