ქოლესტერინ-ი [ბერძ. cholē ნაღველი და (იხ. სტერინი)] - ორგანული ნივთიერება, ერთატომიანი სპირტი სტერინების ჯგუფისა; მოიპოვება ცხოველურ ორგანიზმებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოლინ-ი [< ბერძ. cholē ნაღველი] B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც პირველად ნაღვლიდან გამოყვეს; ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების შედეგად გაჩენილ ღვიძლის მძიმე დაავადებებს. More…
ქონდრიოსომებ-ი [ბერძ. chondros მარცვალი, კვნიტი და sōma სხეული] – (ბიოლ.). უჯრედის ორგანოიდების ერთ-ერთი სახეობა; აქვთ მარცვლის ან ძაფის ფორმა; მათ შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ფერმენტი More…
ქორდა [ბერძ. chordē სიმი] – 1. (მათემ.). სწორი ხაზი, რომელიც აერთებს რომელიმე მრუდი ხაზის ან მრუდი ზედაპირის ორ წერტილს. 2. ზოგი ცხოველის (აგრეთვე ადამიანის ჩანასახის) ხერხემლის დრეკადი, More…
ქორე [< ბერძ. choreios] - ლექსის ორმარცვლიანი მუხლი, რომლის ერთი მარცვალი გრძელია (ან მახვილიანი). მეორე კი - მოკლე (ან უმახვილო). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეა [ბერძ. choreia ცეკვა] - ნერვული დაავადება; დამახასიათებელია კიდურებისა და სახის კუნთების უნებლიე და უწესრიგო მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ძილში წყდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეოგრაფია [ბერძ. choreia ცეკვა და graphō ვწერ] – 1. ცეკვის ხელოვნება; ცეკვებისა და საბალეტო სპექტაკლების დადგმის ხელოვნება. 2. (მოძვ.). ცეკვის ჩაწერა საგანგებო პირობითი ნიშნების More…