ქრესტომათია [ბერძ. chrēstomatheia] - სახელმძღვანელო, რომელშიც შერჩევით არის შეტანილი ლიტერატურული ან მეცნიერული თხზულებანი ან ასეთ თხზულებათა ნაწყვეტები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზობერილ-ი და ქრიზობივრილ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და beryllos ბერილი, ბივრილი] - გამჭვირვალე ძვირფასი ქვა, ოქროსფერი ან მწვანე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოკოლა [ბერძ. chrysos ოქრო და kolla წებო] – მწვანე ან ლურჯი მინერალი; წარმოიქმნება სპილენძის სხვადასხვა მადნის დაშლის შედეგად; სპილენძის მისაღები მადანია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოლით-ი [ბერძ. chrysolithos < chrysos ოქრო და lithos ქვა] - მინერალი. გამჭვირვალე სახეობა ოლივინისა; გადაჰკრავს დამახასიათებელი ოქროსფერი: იყენებენ საიუველირო საქმეში. More…
ქრიზოტილ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და tilos ბოჭკო] - აზბესტის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაირსახეობა (თავისი ტექნიკური თვისებებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომალ-ი [ქრომ(ი) და ალ(უმინი)] - საერთო სახელწოდება რკინის საფუძვლის მქონე მხურვალმედეგი შენადნობებისა, რომლებიც შეიცავს 17-30% ქრომსა და 4-5% ალუმინს: მავთულებისა და ლენტების სახით More…
ქრომატინ-ი [< ბერძ. chrōma (chrōmatos) ფერი, საღებავი] – (ბიოლ.). ქრომოსომების ნივთიერება, რომელიც მოიპოვება მცენარეული და ცხოველური უჯრედის ბირთვებში; კარგად იღებება ბირთვული More…
ქრომ-ი [ბერძ. chrōma ფერი] – 1. ქიმიური ელემენტი, მყარი მოვერცხლისფრო ლითონი: იყენებენ მყარ შენადნობთა მისაღებად და ლითონის ნაკეთობათა ზედაპირის დასაფარავად. 2. ერთგვარი რბილი ტყავი, More…
ქრომოსომა [ბერძ. chrōma ფერი, საღებავი და sōma სხეული] – (ბიოლ.). უჯრედის ბირთვის ის ნაწილი, რომელიც იღებება და ყველაზე უფრო მკაფიოდ ჩანს უჯრედის გაყოფის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომოსფერო [ბერძ. chrōma ფერი, საღებავი და sphaira სფერო, ბურთი] – (ასტრ.). მზის ატმოსფეროს ერთ-ერთი ფენა წითელი ფერისა, რომელიც შედგება უამრავი პროტუბერანცისაგან. =უცხო სიტყვათა More…