A B C D E F G H I J K L M N

შა შე შვ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შხ
selected terms: 208 page 1 of 11
შაბერი
შაბერ-ი [გერმ. Schaber] – (ტექ.). საჭრელი იარაღი ლითონის ძალიან წმინდად დასამუშავებლად; სახეწი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაბლი
შაბლი [ფრანგ. chablis < გეოგრ. სახ.] - ფრანგული თეთრი ღვინო, რომელსაც აყენებენ პინოს ჯიშის ყურძნისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაბლონი
შაბლონ-ი [გერმ. Schablone < ფრანგ.] – 1. ნიმუში, რომლის მიხედვითაც ამზადებენ ერთნაირ ნაკეთობებს. 2. მოწყობილობა მზა ნაწარმის ფორმის შესამოწმებლად. 3. (გადატ.). ერთხელ და სამუდამოდ More…
შაგრენი
შაგრენ-ი [ფრანგ. chagrin] – 1. საგანგებოდ გამოყვანილი რბილი ხორკლიანი ტყავი (ცხვრისა, თხისა), რომელსაც თავისებური სახეები აქვს. 2. ასეთი სახეების მქონე ქაღალდი, ქსოვილი და მისთ. More…
შაიბა
შაიბა [გერმ. Scheibe] – 1. საყელური (ქანჩის ქვეშ დასადები). 2. ჰოკეის თამაშში: რეზინის დისკო, რომელსაც ყინულზე მიაცურებენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაითანი
შაითან-ი [სპარს. < არაბ. šaitān] - ავი სული, ეშმაკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაირი
ხალხურ შემოქმედებაში - სახელდახელოდ თქმული, იმპროვიზაციული სტილის, გამკილავი, სახუმარო შინაარსის ლექსი ან სიმღერა. მუზიცირების პოპულარული ფორმის - გაშაირების («კაფია») დიდი ტრადიციაა More…
შალანდა
შალანდა [ფრანგ. chaland] – 1. პატარა ბრტყელძირიანი გემი, რომელსაც იყენებენ რეიდზე მდგომი დიდი გემების დასატვირთავად და გადმოსატვირთავად, მიწის წასაღებად და სხვ. 2. პატარა იალქნიანი More…
შალე
შალე [ფრანგ. chalet] – 1. შვეიცარიის მთებში: პატარა სოფლური სახლი. 2. უცხოეთის ზოგ ქვეყანაში: პატარა აგარაკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამანი
შამან-ი [ტუნგუს.-მანჯურ.] - ზოგ ხალხში: კულტის მსახური, ჯადოქარი, ექიმბაში (იხ. შამანიზმი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამანიზმი და შამანობა
შამანიზმ-ი და შამანობა - ჩრდილოეთ და შუა აზიის, ამერიკის, აფრიკის და სხვა ქვეყნების ზოგ ხალხში: რელიგიის ფორმა, ავი და კეთილი სულების კულტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამბერიერი
შამბერიერ-ი [ფრანგ. chambrière] - გრძელი მათრახი, შოლტი, რომელსაც იყენებენ ცირკში, მანეჟზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამოზიტი
შამოზიტ-ი [ფრანგ. chamosite < გეოგრ. სახ.] - მინერალი ფენოვანი სილიკატების ქვეკლასისა; მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს რკინას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამოტი
შამოტ-ი [გერმ. Schamotte] - მაღალი ტემპერატურის პირობებში გამომწვარი ცეცხლგამძლე თიხა ან კაოლინი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპანიზაცია
შამპანიზაცია - ღვინის გაჯერება ნახშირმჟავა გაზით (მეორედ დადუღების საშუალებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპანისტი
შამპანისტ-ი - შამპანურის დამზადების სპეციალისტი მეღვინე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპანური
შამპანურ-ი - მშხეფარე ღვინო, რომელიც გაჯერებულია ნახშირმჟავა გაზით [საფრანგეთის პროვინციის Champagne-ის სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპინიონი
შამპინიონ-ი [ფრანგ. champignon სოკო] - ქამასოკო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპუნი
შამპუნ-ი [ინგლ. shampoo] - თხევადი ან ფხვიერი თავსაბანი საპონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შანდორი
შანდორ-ი - (ტექ.). ლითონის, რკინაბეტონის ან ხის კოჭი; ასეთ კოჭებს იყენებენ წყალგამშვები ნახვრეტების გადასაკეტად ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, სარწყავ, დასაშრობ, გამაწყლოვანებელ და სხვა More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9