შვარტოვ-ი [ჰოლანდ. zwaartouw] – (ზღვ.). ბაგირი ან ჯაჭვი, რომლითაც გემს აბამენ გემმისადგომზე, ნაპირზე ან სხვა გემზე; გემსაბმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შვეიცარ-ი [გერმ. Shweizer] - სასტუმროს, რესტორნის, საცხოვრებელი სახლის და მისთ. მეკარე; ჩვეულებრივ აცვია სპეციალური ტანსაცმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შვიც-ი და შვიცურ-ი ჯიში - ხორცისა და რძის მომცემი მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის ჯიში [შვეიცარიის კანტონის Schwyz -ის სახელის მიხედვით, სადაც პირველად გამოიყვანეს ეს ჯიში]. =უცხო More…