შნეკ-ი [გერმ. Schnecke] - ერთგვარი კონვეიერი, რომელიც მცირე მანძილზე ეზიდება და ამავე დროს ერთმანეთში ურევს ფხვიერ, თხევად, ცომისებურ და ა. შ. მასალას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შნორკელ-ი [გერმ. Schnorchel] - წყალქვეშა ნავში: ორმაგი მილის მსგავსი მოწყობილობა ჰაერის მისაწოდებლად და ნამუშევარი გაზების გამოსაშვებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი