შრაპნელ-ი [ინგლ. shrapnel < საკუთ. სახ.] - მსკდომი საარტილერიო ჭურვი, რომელიც დატენილია მრგვალი ტყვიებით; იყენებდნენ მტრის ცოცხალი ძალის მოსასპობად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შრიფტ-ი [გერმ. Schrift] – 1. რაიმე ტექსტის ასაწყობად საჭირო სასტამბო ლიტერებისა და ნიშნების ერთობლიობა. 2. ხელით ნაწერი ასოების გრაფიკული ფორმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი