ჩიკანოს-ი და ჩიკანოები [ ინგლ. chicanos (მრ.) < ესპ.] - მექსიკელები და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მკვიდრნი, რომლებიც საშოვარზე არიან წასული და არალეგალურად ცხოვრობენ ამერიკის More…
ჩინკვეჩენტო [იტალ. cinquecento] - მე-16 საუკუნის სახელწოდება; აღნიშნავს იტალიური რენესანსის უდიდესი აყვავებისა და კრიზისის პერიოდს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჩიპენდეილ-ი [Chippendale < საკუთ. სახ.] - ინგლისური ავეჯის სტილი; წარმოადგენს როკოკოს, გოტიკური და ჩინური, ხელოვნების მოტივთა კომბინაციას; დიდად იყო გავრცელებული მე-18 – 19 სს.-ში More…
ჩიჩერონე [იტალ. cicerone] - პირი, რომელიც დაჰყვება ტურისტებს და აძლევს ახსნა-განმარტებებს ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებისას (დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, უპირატესად იტალიაში). =უცხო More…
ჩიჩისბეი [იტალ. cicisbeo] - იტალიაში (მე-16 – 18 სს.-ში): დიდგვაროვანი, მდიდარი გათხოვილი ქალის მუდმივი თანამგზავრი მამაკაცი სეირნობის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი