A B C D E F G H I J K L M N

ცა ცე ცი ცო ცუ
ცია ცივ ციზ ციკ ცილ ციმ ცინ ცირ ცის ციტ ციფ ციც
selected terms: 17 page 1 of 1
ციტადელი
ციტადელ-ი [ფრანგ. citadelle < იტალ.] – 1. ციხესიმაგრის გალავნის შიგნით არსებული ყველაზე უფრო გამაგრებული ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი თავდაცვისათვის. 2. (გადატ.). More…
ციტატა
ციტატა [გერმ. Zitat < ლათ.] - რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-სიტყვით მოყვანილი ადგილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტი
-ციტ-ი [< ბერძ. kytos სათავსი, გარსი; უჯრედი] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სისხლის ბურთულებთან დაკავშირებულს. მაგ., ერითროციტები. თრომბოციტები. ლეიკოციტები. More…
ციტირება
ციტირება [გერმ. zitieren] - ციტატის, ციტატების მოყვანა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტო-
ციტო- [< ბერძ. kytos სათავსი, გარსი; უჯრედი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ცხოველურ ან მცენარეულ უჯრედებთან დაკავშირებულს. მაგ., ციტოლოგია. ციტოპლაზმა. More…
ციტოგენეტიკა
ციტოგენეტიკა [ბერძ. kytos უჯრედი და (იხ. გენეტიკა)] - გენეტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობის კანონზომიერებებს სხვადასხვა უჯრედშიგა სტრუქტურების აღნაგობასა და ფუნქციებთან More…
ციტოდიაგნოსტიკა
ციტოდიაგნოსტიკა [ბერძ. kytos უჯრედი და დიაგნოსტიკა] – (მედიც.). დაავადების გამოცნობა სხეულის სითხეების უჯრედოვანი ელემენტების მიკროსკოპული გამოკვლევის საშუალებით. =უცხო სიტყვათა More…
ციტოკინეზი
ციტოკინეზ-ი [ბერძ. kytos უჯრედი და kinēsis მოძრაობა] - იგივეა,რაც ციტოტომია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტოლოგი
ციტოლოგ-ი - ციტოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტოლოგია
ციტოლოგია [ბერძ. kytos უჯრედი და logos მოძღვრება] - მეცნიერება უჯრედების აგებულების, განვითარებისა და ფუნქციების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტოპლაზმა
ციტოპლაზმა [ბერძ. kytos უჯრედი და plasma წარმონაქმნი] – (ბიოლ.). უჯრედის პროტოპლაზმის ნაწილი, რომელიც არ შედის ბირთვის შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტოტომია
ციტოტომია [ბერძ. kytos უჯრედი და tomē გაჭრა, გაკვეთა] - მცენარეული ან ცხოველური უჯრედის ტანის გაყოფა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტრა
ციტრა [გერმ. Zither < ბერძ. kithara] - სიმებიანი მომცრო მუსიკალური საკრავი; წარმოადგენს ბრტყელ ყუთს, რომელზედაც გაჭიმულია 36-42 სიმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტრალი
ციტრალ-ი [< ლათ. citrus ლიმონის ხე] - ორგანული ნაერთი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალდეჰიდი; მოიპოვება ზოგ ეთერზეთში; იღებენ სინთეზურადაც; გამოყენება აქვს პარფიუმერიაში და სხვ. More…
ციტრატები
ციტრატებ-ი [< ლათ. citrus ლიმონის ხე] – (ქიმ.). ლიმონმჟავას მარილები (ან ეთერები). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტრონი
ციტრონ-ი [იტალ. citron < ლათ.] - ციტრუსების ჯგუფის ტანდაბალი ხე ან ბუჩქი; აქვს მსხვილი ხორკლიანი ლიმონისფერი ნაყოფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტრუსი
ციტრუს-ი [ლათ. citrus] - ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის და მისთ. საერთო სახელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9