A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰენ ჰეპ ჰერ ჰეს ჰეტ ჰეფ ჰექ
selected terms: 37 page 1 of 2
ჰემ-
ჰემ- [< ბერძ. haima] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს: სისხლთან დაკავშირებულს. მაგ., ჰემოგლობინი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემაგლუტინაცია
ჰემაგლუტინაცია [ბერძ. haima სისხლი და agglutinatio შეწებება] – ერთი პირის სისხლის ერითროციტების აგლუტინაცია (ერთად შეგროვება) სხვისი სისხლის შრატში შერევისას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემართროზი
ჰემართროზ–ი [ბერძ. haima სისხლი და arthron სახსარი] – სისხლის ჩაქცევა სახსრის ღრუში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატინი
ჰემატინ–ი [< ბერძ. haima (haimatos) სისხლი] – რკინის შემცველი პიგმენტი, ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატიტი
ჰემატიტ–ი [< ბერძ. haima (haimatos) სისხლი] – ფართოდ გავრცელებული რკინის მინერალი, ერთ–ერთი უმთავრესი რკინის მადანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატოგენი
ჰემატოგენ–ი [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და genos წარმოშობა; გვარი] – რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი, გლიცერინსა და ღვინოში გახსნილი ჰემოგლობინი; ხმარობენ სისხლნაკლებობის დროს. More…
ჰემატოზოები
ჰემატოზოებ–ი [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და zōon ცხოველი] – ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც პარაზიტობენ ხერხემლიანთა (მათ შორის–ადამიანის) სისხლში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატოლოგია
ჰემატოლოგია [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და logos მოძღვრება] – მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შემადგენლობასა და თვისებებს, აგრეთვე სისხლის დავადებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატომა
ჰემატომა [<ბერძ. haima (haimatos) სისხლი] – (მედიც.). სისხლოვანი სიმსივნე, რომელიც ჩნდება სისხლის ჩაქცევის შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატოპოეზი
ჰემატოპოეზ–ი [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და poiēsis შემონაქმედი] – სისხლის ფორმოვანი ელემენტების (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების) წარმოქმნა ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში. More…
ჰემატოქსილინი
ჰემატოქსილინ–ი [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და xylon ხე, მერქანი] – საღებავი ნივთიერება, რომელსაც იყენებენ მიკროსკოპულ ტექნიკაში – მცენარეული და ცხოველური ქსოვილების მოწითალო–იისფრად More…
ჰემატურია
ჰემატურია [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და uron შარდი] – (მედიც.). სისხლის გამოყოფა შარდთან ერთად; ხდება ზოგიერთი დაავადების დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატ–
ჰემატ– [ბერძ. haima (haimatos)] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სისხლთან დაკავშირებულს. მაგ., ჰემატიტი, ჰემატოლოგია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემერალოპია
ჰემერალოპია [ბერძ. hēmera დღე, alaos ბრმა; დამაბრმავებელი და ops (opos) მხედველობა] – (მედიც.). მხედველობის მოშლილობა, როდესაც საღამოთი, ბინდისას ვერ ხედავენ; ბინდის სიბრმავე, ქათმის More…
ჰემი
ჰემ –ი [ბერძ. haima სისხლი] – ჰემოგლობინის არაცილოვანი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემიანესთეზია
ჰემიანესთეზია [ბერძ. hēmi ნახევარი და anaisthēsia (იხ. ანესთეზია)] – (მედიც.). მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ერთ ნახევარში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემიატროფია
ჰემიატროფია [ბერძ. hēmi ნახევარი და (იხ. ატროფია)] – (მედიც.). სხეულის ან რაიმე ორგანოს ერთი ნახევრის ატროფია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემიკრანია
ჰემიკრანია [ბერძ. hemi ნახევარი და kranion თავის ქალა] – (მედიც.). თავის ტკივილი ცალ მხარეს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემიკრიპტოფიტები
ჰემიკრიპტოფიტებ–ი [ბერძ. hēmi ნახევარი და (იხ. კრიპტოფიტები)] – მცენარეები, რომელთაც მიწისზედა ნაწილები ზამთრობით ან გვალვიან პერიოდში უკვდებათ, ხოლო განახლების კვირტები შენარჩუნებული აქვთ More…
ჰემიპარეზი
ჰემიპარეზ–ი [ბერძ. hēmi ნახევარი და paresis (იხ. პარეზი)] – (მედიც.). არასრული დამბლა– სხეულის ერთი ნახევრის თავისუფალ მოძრაობათა შესუსტება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9