ჰექსაედრ–ი [ბერძ. hex ექვსი და hedra ფუძე, ზედაპირი, გვერდი] – (მათემ.). სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია ექვსი სიბრტყით; ექვსწახნაგა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექსაქლორან–ი [ბერძ. hex ექვსი და clōros (იხ. ქლორი)] – ორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს ქლორის ექვს ატომს; ერთ–ერთი ყველაზე უფრო ძლიერი შხამია, იყენებენ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ More…
ჰექტოგრაფ–ი [ბერძ. hekaton ასი და graphō ვწერ] – გამარტივებული საბეჭდი ხელსაწყო– ხელნაწერი ან მანქანით გადაწერილი ტექსტის გასამრავლებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი