ჰობ-ი [ინგლ. hobby] – რამეთი გატაცება; აჩემებული საქმიანობა, რომელსაც სამუშაოდან თავისუფალ დროს მისდევენ გართობის, დასვენების მიზნით (მაგ., ფილატელია, ყვავილების, ჩიტების მოვლა, თევზაობა და More…
(Oboe და Hoboe) ხის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი; ბგერის სიმაღლის მიხედვით საშუალო კლარნეტსა და ფლეიტას შორის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ ხის ჩასაბერი საკრავი. აქვს კონუსური მილი More…
ჰოკეი [ინგლ. hockey] - სპორტული გუნდური თამაში ყინულზე (ან ბალახზე); თამაშის მიზანია ყვანჭით შეაგდონ ბურთი ან შაიბა მოწინააღმდეგის კარში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლარქტიკა [ბერძ. holos მთელი, მთლიანი და (იხ. არქტიკა)] – ხმელეთის ერთ–ერთი ბიოგეოგრაფიული არე; მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკსგარეშე ნაწილს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლ-ი [ინგლ. hall] - დიდი ოთახი ან მოზრდილი დარბაზი სხვადასხვა დანიშნულებისა (მაგ.)., მოსაცდელი ოთახი სასტუმროში, თეტრში, კინოში და სხვ). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლოფანებ-ი [ბერძ. holos მთელი, მთლიანი და phanos ნათელი] – გამჭვირვალე მინისაგან დაწნეხილი თალფაქები; იყენებენ სხვადასხვა გასანათებელ ხელსაწყოში (შუქის არეკვლის, გარდატეხისა და More…
ჰოლოცენ-ი [ბერძ. holos მთელი, მთლიანი და kainos ახალი] – დედამიწის თანამედროვე გეოლოგიური ეპოქა (სხვანაირად: გამყინვარების შემდგომი ეპოქა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰომეოპათია [ბერძ. homoios მსგავსი და pathos ავადმყოფობა] – მკურნალობის მეთოდი – ძალიან მცირე დოზებით ხმარება ისეთი წამლებისა, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ადამიანში იწვევს მოცემული More…
ჰომეოსტაზ–ი [ბერძ. homoios მსგავსი და statis უძრაობა] – ცხოველურ ორგანიზმში მიმდინარე რთული რეაქციების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულება სხვადასხვა შინაგანი გარემოს (მაგ., სხეულის More…
ჰომეროსულ-ი სიცილი – თავშეუკავებელი, ხმამაღალი სიცილი, ხარხარი [გამოთქმა დაკავშირებულია ღმერთების სიცილთან, რომელიც აღწერილია ძველი ბერძენი პოეტის ჰომეროსის «ილიადაში»]. =უცხო More…