A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუგ ჰუკ ჰუმ ჰუნ ჰურ ჰუს
selected terms: 16 page 1 of 1
ჰუგენოტები
ჰუგენოტებ-ი [ფრანგ. huguenots] - მე-16 -17 სს.-ში საფრანგეთში: პროტესტანტები (კალვინისტები),რომელთაც სდევნიდნენ კათოლიკური ეკლესია და მთავრობა; ჰუგენოტების ხოცვა– ჟლეტა მოეწყო 1572 წ. More…
ჰუკი
ჰუკ-ი [ინგლ. hook] – (სპორტ.). კრივში: გვერდიდან დარტყმა მოღუნული ხელით; კროშე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმანიზმი
ჰუმანიზმ-ი [ფრანგ. humanism < ლათ. humanus ადამიანური ]–1. მსოფლმხედველობა, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის სიყვარულით, მისი ღირსების პატივისცემით; კაცთმოყვარეობა. 2. აღორძინების More…
ჰუმანისტი
ჰუმანისტ-ი – 1. ჰუმანიზმით (მნიშვ.1) გამსჭვალული ადამიანი; კაცთმოყვარე. 2. (ისტ.). ჰუმანიზმის (მნიშვ. 2) მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმანიტარული
ჰუმანიტარულ-ი [< ფრანგ. humanitaire]: ჰუმანიტარული მეცნიერებანი – საზოგადოებრივი მეცნიერებანი (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია და სხვ.) – საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათაგან More…
ჰუმანოიდები
ჰუმანოიდები [< ლათ. humanus ადამიანური, ადამიანისა და ბერძ. eidos მსგავსი] – სპეციალურ და ფანტასტიკურ ლიტერატურაში ასე იხსენიებიან შორეული პლანეტებიდან ე. წ. «მფრინავი თეფშებით» More…
ჰუმანური
ჰუმანურ-ი [ლათ.humanus] – ადამიანური, კაცთმოყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმიფიკაცია
ჰუმიფიკაცია [ლათ. humus ნიადაგი და facio ვაკეთებ] – ნიადაგში მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გახრწნა მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმორალური
ჰუმორალურ-ი [<ლათ. humor სითხე] – (ფიზიოლ.). ორგანიზმის სითხეებთან (სისხლთან, ლიმფასთან და მისთ.) დაკავშირებული. მაგ., ჰუმორალური რეგულაცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმორი
ჰუმორ-ი – იხ. იუმორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმუსი
ჰუმუს-ი [ლათ. humus ნიადაგი] – მპალა, ნეშოპალა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუნები
ჰუნებ-ი – თურქთა ტომები, რომლებმაც I ს.– ში (ძვ. წელთაღრ.) არალის ზღვის რაიონში შექმნეს სამეფო; უკანასკნელი წინამძღოლის ატილას სიკვდილის შემდეგ (453წ.) მათი სამხედრო კავშირი დაიშალა. More…
ჰუნტერი
ჰუნტერ-ი [ინგლ. hunter] - დიდი ტანის საჯდომი ცხენი, რომლის მოშენებასაც სპორტული ნადირობისათვის მისდევენ ინგლისში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰურიები
ჰურიებ-ი (მხ. ჰური) [სპარს. hūri< არაბ.] – ყურანის მიხედვით: მუსლიმანურ სამოთხეში მცხოვრები მარად ნორჩი ლამაზი ქალები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუსარი
ჰუსარ-ი [უნგრ. huszár] – (ისტ.). მეფის რუსეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის (თავდაპირველად–უნგრეთის) არმიებში: მსუბუქი კავალერიის ჯარისკაცი ან ოფიცერი, რომელსაც უნგრული ფორმა ეცვა. =უცხო More…
ჰუსიტები
ჰუსიტებ-ი – ჩეხეთში მე-15 ს.-ში: ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტიკათოლიკური მოძრაობის ბელადის იან ჰუსის (J. Hus-ის) მიმდევრები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9