A B C D E F G H I J K L M N

ჯა ჯე ჯი ჯო ჯუ
selected terms: 33 page 1 of 2
ჯა
ჯა - ბირმის ფულის ერთეული (სხვანაირად: კიატი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯაზ-ბანდი
ჯაზ-ბანდ-ი [ინგლ. jazz-band] – (მოძვ.). იგივეა, რაც ჯაზი (მნიშვ. 1). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯაზი
მუსიკალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვა XX ს-ის დასაწყისში, ამერიკაში. მისი სათავეები ზანგური ხალხური მუსიკის იმპროვიზაციულ ფორმებში მოიძიება. ჯაზის წინამორბედებია - რეგთაიმი და ბლიუზი. More…
ჯამე
ჯამე [არაბ. žame΄] - საკრებულო მეჩეთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯეზვე
ჯეზვე [თურქ. cezve ყავადანი] - ყავის ასადუღებელი პატარა ტარიანი ჭურჭელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯემი
ჯემ-ი [ინგლ. jam] - ხილის სქელი მურაბა, რომელიც წარმოადგენს მთლიან მასას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯემპრი და (მოძვ.) ჯემპერი
ჯემპრ-ი და (მოძვ.) ჯემპერი [ინგლ. jumper] - ნაქსოვი ზედატანი, სათბურა, რომელსაც არა აქვს საყელო და შესაკრავები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯენ-ძიუ
ჯენ-ძიუ [ჩინ.] - ჩინური ხალხური კლასიკური მედიცინის მეთოდი - ნემსით ჩხვლეტა და მოწვა (შდრ. აკუპუნქტურა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯენ-ძიუ თერაპია
ჯენ-ძიუ-თერაპია - ჯენ-ძიუს მეთოდით მკურნალობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯენტლმენი
ჯენტლმენ-ი [ინგლ. gentleman] – 1. ინგლისში: კაცი, რომელიც ზუსტად იცავს ბურჟუაზიულ-არისტოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის წესებსა და ნორმებს. 2. ითქმის ზრდილობიან, თავაზიან მამაკაცზე, More…
ჯენტლმენური შეთანხმება
ჯენტლმენურ-ი შეთანხმება - (დიპლ.). საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, დაუწერლად (ზეპირად). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯენტრი
ჯენტრი [ინგლ. getry] - ინგლისში მე-17-18 სს.-ში: წვრილფეხა მემამულეები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯერსე და ჯერსი
ჯერსე და ჯერსი [ინგლ. jersey < გეოგრ. სახ.] - მატყლის ან აბრეშუმის ტრიკოტაჟული ქსოვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯიგა
ჯიგა [ინგლ. jig] - ირლანდიური ეროვნული ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯინგო
ჯინგო [ინგლ. jingo] - ინგლისელი მებრძოლი შოვინისტების, კოლონიზატორების, რეაქციონერების მეტსახელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯინგოიზმი
ჯინგოიზმ-ი [ინგლ. jingoism] - ინგლისელი იმპერიალისტების უკიდურესი შოვინიზმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯინი1
ჯინ-ი1 [არაბ. džinn] - არაბულ ფოლკლორში: გონიერი ფანტასტიკური არსება, რომელიც შედგება ცეცხლისა და ჰაერისაგან და რომელსაც აქვს უნარი გადაიქცეს ადამიანად ან ცხოველად; სული, დემონი. More…
ჯინი2
ჯინ-ი2 [ინგლ. gin] - ინგლისური არაყი; გავრცელებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯინსი
ჯინს-ი [ინგლ. jeans (მრ.)] - გარკვეული სახის ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი შარვალი (ჩვეულებრივ ვიწროდ მორგებული). ჯინსის კაბა (კურტაკი და სხვ.) - ამ ქსოვილისაგან შეკერილი კაბა (კურტაკი და More…
ჯიპი
ჯიპ-ი [ინგლ. jeep] - ყველგანმავალი სამხედრო მსუბუქი ავტომობილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9