მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
selected terms: 28 page 1 of 2
მადათოვის კუნძული
აწინდელი კ. მარქსის სახელობის მცირე ხიდის ორთავ მხარეზე მდებარეობდა კუნძული, რომელიც ორბელიანებს ეკუთვნოდა. გასული საუკუნის 20–იან წლებში იგი გენერალ მადათოვის მფლობელობაში გადავიდა. More…
მალაკნების ბაზარი
არცთუ დიდი ხნის წინ დაიხურა ეს საკოლმეურნეო ბაზარი, რომელიც მდებარეობდა რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და საბჭოს ქუჩების შესაყართან, იმ ადგილას, სადაც დღეს კოოპერაციის სახლი დგას. ეს More…
მალაკნების უბანი
გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან დაიწყო რუსეთიდან სექტანტ–მალაკნების გადმოსახლება თბილისში. თავდაპირველად მალაკნები რიყეზე სახლდებოდნენ, შემდგომში კი (50–იანი წლებიდან) ისინი დასახლებას More…
მამადავითი
„მთაო წმინდავ მამა–დავითისაო, შენ დარაჯო ქალაქ ტფილისისაო, წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო, მათ საფლავზედ სალოცავად მოვედი“. იეთიმ გურჯი ასე უწოდებდნენ თბილისელები მთაწმინდის More…
მამასახლისის ბაღი
ვახუშტი ბაგრატიონის გეგმის მიხედვით, გარეთუბანში მდებარე ბაღებს შორის ერთ–ერთი მამასახლისს ეკუთვნოდა. ბაღი აწინდელი სოლოლაკის უბანში მდებარეობდა კიროვის ქუჩის გაყოლებით, გვიან პიშჩევიჩის More…
მაღლაკარი
კოჯრის კარის ერთ–ერთი სახელწოდება მისი ადგილმდებარეობით აიხსნება ლესელიძის ქუჩისა და ლენინის მოედნის შეწყმის სიახლოვეს. ქალაქის გალავნის ჩრდილო და ჩრდილო–დასავლეთ კედელში მოწყობილ კართაგან More…
მახათა
მახათას მთა თბილისს ჩრდილო–აღმოსავლეთიდან საზღვრავს. ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის 1735 წლის გეგმაზე მახათა №73-ით აქვს აღნიშნული. ამ გეგმაზე მახათას ფერდობთან დატანილია „შუატბის გზა“, ხოლო More…
მეიდანი
შუა საუკუნეების თბილისში რამდენიმე მოედანი იყო. ორი მათგანი ქალაქის გალავნის შიგნით კალას ტერიტორიაზე მდებარეობდა. ერთი თბილისის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა მეტეხის ხიდის სიახლოვეს More…
მეიდნის კარი
თბილისის ჩრდილოეთის გალავანში მოქცეულ ერთ–ერთ მთავარ კარიბჭეს ვახუშტი ბატონიშვილი ასე უწოდებს: „მეიდნის კარი ხიდით“. იგი მდებარეობდა დღევანდელი ბარათაშვილისა და ჩახრუხაძის ქუჩების More…
მელიქის უბანი
ქალქის მელიქს კალაში რამდენიმე სახლი ჰქონდა. ერთ–ერთი ასეთი სახლი ერთ დროს ნორაშენის სიახლოვეს იდგა და ამ უბანს მისი სახელი ერქვა. აშხარბეგის ძველი უბანი მე–18 საუკუნის 20–იან წლებში თათრის More…
მელიქის ქარვასლა
ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის 1735 წლის გეგმაზე ქალაქის ქარვასლათაგან სამს გამოყოფს საგანგებოდ: მეფის, თბილელის, და მელიქის ქარვასლებს. მეფის ფუნდუკი სიონის მოპირდაპირე მხარეს იდგა. თბილელის More…
მეტეხი
მეტეხის სახელწოდება გავრცელდა მე–13 საუკუნის დასასრულს, როდესაც (80–იან წლებში) აქ დიმიტრი თავდადებულმა მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია ააშენა. გადმოცემით, თითქოს პირველი ტაძარი და More…
მეტეხის ხიდი
უძველესი ხიდი მტკვარზე აგებული იყო მეტეხის კლდის ვიწროებში, იქ სადაც მდინარის კალაპოტი ყველაზე მეტად არის შევიწროებული და სადაც თბილისის აკვანი დაირწა. ხიდი მდინარისაკენ ორთავ მხრიდან More…
მეფის ბაღი
შუასაუკუნოვანი თბილისის გარეთუბანში (ამჟამინდელი სოლოლაკის ტერიტორიის ჩათვლით) ვრცელი ბაღები იყო გაშენებული, რომლებიც მეფის ოჯახის წევრებს და წარჩინებულ პირებს (მამასახლისს, თბილელს) More…
მეფის მოედანი
ფეოდალური თბილისის უმთავრესი მოედნის, ბატონის მოედნის ერთ–ერთი დასახლებაა. იხ. ბატონის მოედანი. See also: ბატონის მოედანი =კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. More…
მეფის ფუნდუკი
გვიანფეოდალური თბილისის გეგმაზე სიდიდით გამოირჩეოდა მეფის ქარვასლა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი „მეფის ფუნდუკს“ უწოდებს. ქარვასლას მთელი კვარტალი ეკავა რასტბაზარს, ხარაზხანასა და პატარა More…
მექვაბეების რიგი
ახლანდელ შარდენის ქუჩაზე ძველად (XVIII ს.) მექვაბეები ისხდნენ და ქუჩასაც შესაბამისად მექვაბეების რიგი ერქვა. შემდგომში აქ. ე.წ. დახურული ან ახალი, „ბაზაზხანა“ (ჩითით, ფარჩით, მაუდით და More…
მთაწმინდა
მთა, რომელიც მკვეთრად გამოყოფს თბილისის სამხრეთ–აღმოსავლეთ საზღვრებს და ქალაქის სილუეტის მთავარ დომინანტს წარმოადგენს. მთა მასზე აგებული ნაგებობებით თბილისის არქიტექტურულ–მხატვრული სახის More…
მიხეილის პროსპექტი
ასე ეწოდებოდა დღევანდელ პლეხანოვის პროსპექტს. მიხეილი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის ძმისწული, მეფისნაცვალი იყო 1860–იან წლებში. =კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - More…
მიხეილის საავადმყოფო
ასე უწოდებს დღესაც თბილისელთა უფროსი თაობა პლეხანოვის პროსპექტზე განლაგებულ ძველ საავადმყოფოს. სახელი მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის (იმპერატორის ძმის) სახელთანაა დაკავშირებული. შენობის More…
ძველთბილისური დასახელებანი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9