და დე დი
selected terms: 10 page 1 of 1
დაბა(ღ) ხანა
შუა საუკუნეების თბილისში დაბაღების (მეტყავეების) საწარმოები განლაგებული იყო წავკისისწყლის ქვედა დინებაზე, მის შესართავთან მტკვართან. დღეს წავკისისწყლის ქვემო წელი მილებშია მოქცეული More…
დაბლა კარი
ასე უწოდებდნენ თბილისის გალავნის ჩრდილოეთის კედლის ერთ–ერთ კარიბჭეს, რომელიც მტკვართან უშუალო სიახლოვეს იყო განლაგებული. მას სხვა სახელებიც ჰქონდა. „წყლისკარი“, „ქვემო კარი ხიდით“ (ვახუშტი More…
დამპალო (დამპალოს ხევი)
ამ ადგილს თბილისსა და სამგორს შორის ბოინისხევს, სასაკლაოსხევსაც ეძახდნენ. ადრე აქ პირუტყვის სასაკლაოები იყო მოწყობილი და ანტისანიტარიის გამო მის მიდამოებში მძაფრი სუნი იდგა (აქდან წარმოდგა More…
დეზერტირის ბაზარი
დიდუბის საკოლმეურნეო ბაზრის თბილისელთა შორის ადრე გავრცელებული სახელწოდება. =კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. More…
დელისი
ამ ტოპონიმის ძირის – „დელი“ მნიშვნელობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგი მას აზერბაიჯანულ სიტყვა „დელი“–სთან აკავშირებს, ზოგიერთი კი იმ აზრისაა, რომ (ვინაიდან ეს ტერიტორია ძველ დროს ტყით More…
დიდუბე
ადგილის დასახელება წარმოდგენილია ორი სიტყვისაგან „დიდი დუბე“. ეს უკანასკნელი ვაკე ადგილს ნიშნავდა. საბა ასე განმარტავს თავის „სიტყვათა კონაში“: „დუბე – დაბალი ადგილი“. „ქართლის ცხოვრებაში“ More…
დირსიჭალა
ძველი თბილისის ბაღებს შორის აღსანიშნავია დირსიჭალაც (ზოგჯერ მას დარსიჭალასაც უწოდებდნენ). იგი გაშენებული იყო მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ორთაჭალის მოპირდაპირე მხარეს, ოდნავ ქვევით მტკვრის More…
დიღმის გზა
ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესო იყო თბილისის არსებობის მთელ მანძილზე. მისი მეშვეობით თბილისი უკავშირდებოდა საქართველოს მრავალ კუთხეს, ჩრდილოეთ კავკასიას. თბილისიდან დიღმისაკენ გზა ორი More…
დიღმის კარი
ქალაქის ეს კარიბჭე დღევანდელი ვერცხლის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე მდებარეობდა. აქედან იწყებოდა დიღმის გზის ერთ–ერთი განშტოება. დიღმის კარი აკავშირებდა კალას გარეუბანთან More…
დიღომი
დიღომი ერთ–ერთი უძველესი დასახლებულ ადგილთაგანია თბილისის შემოგარენში. 1970 წელს დიღმის მიდამოებში დაწყებულმა გათხრებმა მეტად საინტერესო მასალა მისცეს სპეციალისტებს (გათხრები გრძელდება) More…
ძველთბილისური დასახელებანი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9