selected terms: 114 page 3 of 6
დუნკელ-ველინგი
რუსი მწერალი, ჟურნალისტი XIX ს. 1860 იყო თბილისში. აღწერს თბილისის, როგორც გაევროპელებული ბურჟ. ქალაქის, ცხოვრების სურათებს. იძლევა 1864 წ. სტატისტიკურ მონაცემებს თბილისის მოედნების, More…
ევლია ჩელები
თურქი მოგზაური, გეოგრაფი და ისტორიკოსი (1611-82 ან 83). ეკუთვნის ათტომიანი „მოგზაურობის წიგნი“. ქართულად თარგმნილია ნაშრომის II ტომი, რ-შიც მოცემულია ცნობები საქართველოს შესახებ. ე. ჩ. More…
ესაი ჰასან ჯალალიანცი
XVIII ს. I ნახევრის სომეხი მემატიანე, განძასარის კათალიკოსი (1702.-28). ცნობილ ნაშრომში „ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია“ დაწვრილებით გადმოგვცემს კონსტანტინე II კახთა მეფის (მაჰმადყული-ხანის) More…
ვერდერევსკი ევგენი ალექსანდრეს ძე
რუსი მწერალი (XIX ს). ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1820. მუშაობდა გაზ. „კავკაზში“. ვ-ის რედაქციით თბილისში 1855 გამოდიოდა ალმანახი „ზურნა“ (გამოცემა მალე შეწყდა). ძირითად ნაშრომში More…
ზაქარია აგულეცი
სომეხი ვაჭარი (1630-91). მისი „დღიურები“ საისტორიო წყაროა XVII ს. სამხრ. კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიისათვის. ზ. ა-ის დღიურებში ვხვდებით საინტერესო ცნობებს More…
ზაქარია ქანაქერცი
სომეხი მემატიანე, ჰოვანავანქში იოანეს მონასტრის დიაკონი (1627-99). ზ. ქ. თავის „ჟამთააღმწერლობაში“ მრავალგზის მოიხსენიებს თბილისს და აღწერს იქ მომხდარ, მისი თვალსაზრისით, მნიშვნელოვან More…
თეოფანე ჟამთააღმწერელი
აღმსარებელი , ბიზანტიელი მემატიანე, ბერი, ხატთაყვანისმცემელი. ეკლესიამ წმინდად შერაცხა (დაახლ. 752-818). თ. ჟ.-ის მატიანე დაწერილია დაახლ. 810-814 და მოიცავს 289-813 ამბებს: „ქრონოლოგიაში“ More…
თომა არწრუნი
სომეხი მემატიანე, მოძღვარი X ს. მისი თხზულება „არწრუნთა სახლის ისტორია“ შეიცავს ცნობებს ბუღა თურქის მიერ თბილისის აღებისა და გადაწვის შესახებ (853). ავტორის აღწერით, იმ დროის თბილისის More…
იაზიკოვი ნიკოლოზ დანიელის ძე
რუსეთის დიპლომატიური აგენტი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1740-77-ის შემდეგ). 1770 მეფის მთავრობამ საქართველოში გამოაგზავნა იმ კონფლიქტის გასარკვევად, რ-საც ადგილი ჰქონდა, ერთი მხრით, More…
იაკუთი
არაბი მეცნიერი და მწერალი, ისტორიკოსი, გეოგრაფი (1179-1229). მის ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია დიდი გეოგრ. ლექსიკონი „ქვეყნების ანბანზე გაწყობილი ლექსიკონი“, რომელშიც მოცემულია საინტერესო More…
იბნ ალ-ადიმი
არაბი ისტორიკოსი (1192-1262). ავტორია მრავალი თხზულებისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია მშობლიური ჰალაბის ისტორია ძვ. დროიდან 1243-მდე. მასში არის საინტერესო ცნობები ქართველებისა და More…
იბნ ალ-ასირი
არაბი ისტორიკოსი (1160-1234). სხვა ნაშრომებთან ერთად მას ეკუთვნის თორმეტტომიანი მსოფლიო ისტორია − „სრული ისტორია“, რომელშიც მნიშვნელოვანი წყაროა ახლო აღმ. და საქართვ. ისტორიისათვის. მასში More…
იბნ ალ-ფუვატი (ქამალ ალ-დინ)
არაბი ისტორიკოსი, მოღვაწეობდა ბაღდადსა და აზერბაიჯანში (1244-1323). მისი შრომებიდან აღსანიშნავია „მოკლე კრებული ცნობებისა ლაყაბთა ლექსიკონში“, რომელშიც არასრული სახითაა შემონახული. მასში More…
იბნ რუზბეჰანი
სპარსელი ისტორიკოსი XV ს. მისი ცნობით, როდესაც უზუნ-ჰასანმა 1477 თბილისი აიღო, თავრიზში დაბრუნების წინ ამირა ხალილ-ბეგ ბეგთაში დანიშნა თბილისისა და მისი ოლქის გამგებლად. უზუნ-ჰასანის More…
იბნ ჰაუკალი
არაბი გეოგრაფი და მოგზაური (დ. 943 − გ. წ. უცნობია). ავტორი თხზულებისა „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“, რომელშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი ცნობებს ამიერკავკასიაზე. X ს. შუა More…
იეგერი (Jäger)
გერმანელი ნატურალისტ-ენტომოლოგი XIX ს. I ნახ. 1825 იმოგზაურა ყირიმსა და კავკასიაში. იყო თბილისში. ამ მოგზაურობის აღწერა გამოსცა 2 წიგნად (1825, 1827). მასში დაწვრილებით აღწერა თბილისი და More…
იზი სულეიმან ეფენდი
თურქი ისტორიკოსი და პოეტი (გ. 1755). 1743 და 1746 ორჯერ ეკავა ოფიც. ჟამთააღმწერლის თანამდებობა. მისი ორტომიანი ისტორია მოიცავს 1730-50 წლების ამბებს. მის თხზულებაში საყურადღებო ცნობებია More…
ისქანდერ მუნში
სპარსელი ისტორიკოსი (1560-1634). თხზულებაში „ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა“ ავტორი გვაწვდის ცნობებს საქართველოში ყიზილბაშების შემოსევების შესახებ. საფიქრებელია, 1606-07 იგი თან More…
კირაკოს განძაკეცი
სომეხი მემატიანე, მოძღვარი (1200-71). თხზულებაში „სომხეთის ისტორია“ გადმოგვცემს თბილისის ტრაგიკულ თავგადასავალს ჯალალედინისა და მონღოლთა შემოსევების პერიოდში. იგი ადასტურებს ქართ. მატიანის More…
კლაპროთი (Klaproth) ჰაინრიხ იულიუს ფონ
გერმანელი ლინგვისტ-ორიენტალისტი (1783-1835). პეტერბ. აკადემიის დავალებით მივლინებული იყო კავკასიაში ფილოლ., ეთნოგრ. და ისტ. კვლევისათვის. ჩამოვიდა თბილისში, სადაც დაყო 1808 წ. 13 More…
უცხოელები თბილისის შესახებ ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9