selected terms: 114 page 5 of 6
პეისონელი (Peysonnel)
ფრანგი მოგზაური. საფრ. სავაჭრო კაპიტალის აგენტი XVIII ს. 50-60-იან წლებში. საგანგებოდ დაათვალიერა თბილისი და მთელი საქართველო, „თბილისში ყოველდღე მიდის ქარავნები განჯიდან, შამახიდან, More…
პოლო (Polo) მარკო
იტალიელი მოგზაური და მწერალი (1254-1324). 1271-75 ზღვით მივიდა მცირე აზიის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე. მისი ჩანაწერები მოგზაურობაზე „მარკო პოლოს წიგნი“ (1298) ძვირფასი წყაროა საქართვ., More…
რაინეგსი (Reineggs) იაკობ
გერმანელი ექიმი, მოგზაური, ავანტიურისტი (1744-93). რუსეთის რეზიდენტი ერეკლე II-ის კარზე. 1774-83 ცხოვრობდა თბილისში. იცოდა რამდენიმე აღმ. ენა, მ. შ. ქართულიც. რ-მა მნიშვნელოვანი კვალი More…
რომელი (Rommel) დიტრიხ-კრისტოფ
გერმანელი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ფილოლოგი (1781-1859). 1811-14 ხარკოვის უნ-ტის მიწვევით მუშაობდა ლათ. სიტყვიერებისა და სიძველეთა კათედრის პროფესორად. 1803 გამოქვეყნდა მისი „კავკასიის More…
როტიე (Rottiers)
რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, წარმოშობით ბელგიელი (გ. 1829 შემდეგ). 1811-18 იყო საქართველოში მე-20 დივიზიის შტაბის უფროსად. 1815 გამოსცა მემუარები საქართველოზე. ცნობილია რ-ს „თბილისიდან More…
სამუელ ანეცი
XII ს. სომეხი მემატიანე, ანისის საკათედრო ტაძრის ხუცესი. თავის თხზულებაში „ქრონოგრაფია“ აღტაცებული წერს დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლებაზე 1122 და ამ ამბავს დიდ მოვლენად More…
საფი ხალხალი
(დაახლ. XVIII ს.) სპარსელი პოეტი. მისი ბიოგრაფია უცნობია. ავტორია მასნავისა (მრჩობლედრითმიანი პოემა) „თბილისის ქება“. ძეგლი საყურადღებოა როგორც გვიანდ. შუა საუკ. თბილისის ამსახველი More…
სებეოსი
VII ს. სომეხი მემატიანე, ეპისკოპოსი. თავის თხზულებაში „ისტორია“ თბილისს ახსენებს VI ს. ბოლოს მომხდარ პოლიტ. მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილი სპარსეთის მეფე More…
სელანიქი მუსტაფა
თურქი ისტორიკოსი (XVI ს.). თავის თხზულებაში („ისტორია“) საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს იმ მრავალრიცხოვანი ლაშქრობის შესახებ, რ-ის თვითმხილველი და უშუალო მონაწილეც თვითონ იყო. თხზულება მოიცავს More…
სიბტ იბნ ალ-ჯაუზი
არაბი ისტორიკოსი (1186-1257). მას ეკუთვნის თხზულება „ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით“. ამ თხზულებაში, სხვა საყურადღებო ცნობებთან ერთად, შემონახულია ვრცელი თხრობა დავით More…
სმითი (Smitch) ელი
ამერიკელი მისიონერი და ორიენტალისტი (1801-57). 1831 იმოგზაურა აღმოსავლეთში (მცირე აზია, ირანი, სომხეთი, საქართველო) ჰ. დუაიტთან ერთად. 1838 წ. 22 ივლისიდან − 5 აგვისტომდე იყო თბილისში. More…
სტაინბეკი (Steinbeck) ჯონ ერნსტ
ამერიკელი მწერალი (1902--68). ნობელის პრემიის ლაურეატი (1962). ორჯერ იყო საქართველოში − 1947 და 1963. 1948 გამოაქვეყნა შთაბეჭდილებების წიგნი „რუსული დღიური“, რ-ის ორი თავი ეძღვნება More…
სტეფანოს ორბელიანი
ცნობილი სომეხი ისტორიკოსი, მიტროპოლიტი (1258-1304). მის ნაშრომში „სისაკანის სახლის ისტორია“ თბილისი დახასიათებულია მეფის მთავარ საყრდენ ციტადელად ფეოდ. სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. More…
სტივენი (Steeven) კრისტიან
ევროპელი მოგზაური, ბოტანიკოსი და ენტომოლოგი (1781-1863), 1804-05 საქართველოში იმყოფებოდა. 1810 იმოგზაურა აღმ. კავკასიაში ადგილ. მეურნეობის შესასწავლად. კავკასიის შესახებ დაგვიტოვა ორი More…
ტრენტე (Trente) ჯულიო ბონავენტურა და
კაპუცინთა ორდენის იტალიელი ბერი, კათოლიკე მისიონერი საქართველოში (XVIII ს.). მისი 1755 წ. 12 დეკ. მოხსენება თბილისიდან პროპაგანდა ფიდეში საინტერესო ცნობებს შეიცავს XVIII ს. II ნახ. More…
ტურნეფორი (Tournefort) ჟოზეფ
ფრანგი ბოტანიკოსი და ექიმი (1656-1708), პარიზის მეცნ. აკად. წევრი (1691). 1700-02 იმოგზაურა დას. ევროპაში, თურქეთში, საქართველოსა და სომხეთში. ტ. პირველი ევრ. მეცნიერია, რ-მაც კავკ. და More…
უილბრაჰამი (Wilbraham) რიჩარდ
ინგლისელი მოგზაური (სამხედრო პირი), თბილისში ჩამოვიდა 1837 წ. 2 სექტემბერს და აქ დაყო 31 ოქტომბრამდე. თბილისში ყოფნისას უ-ს ურთიერთობა ჰქონდა თბილისის მაღალი წრის წარმომადგენლებთან, როგორც More…
უორდროპი (Wardrop) ჯონ ოლივერ
ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე (1864-1948). 1887 მან საქართველოში იმოგზაურა, 1888 კი ლონდონში გამოსცა წიგნი პოეტური სათაურით „საქართველოს სამეფო, მოგზაურობა More…
უხტანესი
სომეხი ისტორიკოსი, ურჰის, ზოგიერთის აზრით, სებასტიის ეპისკოპოსი X ს. მის მთავარ ნაშრომში „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“, რ-იც „ეპისტოლეთა წიგნში“ დაცულ მასალებზეა აგებული, More…
ფასიჰი ხაფი
სპარსელი ისტორიკოსი (1375-1442), ავტორი თხზულვბისა „ფასიჰის კონსპექტი“, რ-შიც მოკლედ მოგვითხრობს საქართვვლოში თემურლენგის შემოსევების შესახებ. აქვს ცნობა 1386 თბილისის აოხრების, ბაგრატ More…
უცხოელები თბილისის შესახებ ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9