აბ ალ ან ას
selected terms: 21 page 1 of 2
აბდ ალ-რაზაკ სამარყანდი
შუააზიელი ისტორიკოსი (1413-82). წერდა სპარსულ ენაზე. ავტორი ორტომიანი თხზულებისა „ორი ბედნიერი მნათობის აღმობრწყინებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი“, რ-იც მოგვითხობს მონღოლების More…
აბრაჰამ კრეტაცი
სომეხი მემატიანე, სრულიად სომეხთა კათალიკოსი (1734-37). იგი შეესწრო თბილისში ნადირ-შაჰის შემოსვლას და მის მიერ მოქალაქეთა შევიწროებას. მისი თქმით, ნადირ-შაჰი თბილისში 17 დღე დარჩა და ბრძანა More…
აბუ დულაფი
არაბი პოეტი, მოგზაური და მეცნიერი, X ს. 50-იან წლებში იყო თბილისში. ცნობილია მისი ორი „რისალა“ (წერლილი, დღიური). მეორე „რისალაში“ აღწერილია თბილისი: „ესაა ქალაქი რომლის იქითაც აღარ More…
აბუ ლ-ფიდა
არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი (1273-1331). ცნობილია მისი ორი ნაშრომი: ისტ. თხზულება „ადამიანის მოდგმის შემოკლებული ისტორია“, შედგება ორი ნაწილისაგან. ჩვენთვის საინტერესოა თხზულების მეორე More…
აბუ-უბაიდი
არაბულენოვანი ფილოლოგი, ყურანის მცოდნე და იურისტი (770-838). მის მრავალრიცხოვან ნაშრომს შორის, ადრინდ. შუა საუკ. საქართველოს ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იურიდ. ტრაქტატი More…
ალ-ბალაზური
არაბი ისტორიკოსი (დაახლ. 820-892. ავტორი თხზულებებისა „წარჩინებულთა გენეალოგია“ და „ქეეყნების დაპყრობა“, რ-ებშიც აღწერილია არაბთა დაპყრობითი ომები მუჰამადის დროიდან VIII ს-მდე ერაყში, More…
ალ-იაკუბი
არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი (გ. დაახლ. 897). მის თხზულებაში „ისტორია“ ძვირფასი მასალაა დაცული თბილისის საამიროს ისტორიისათვის. აღწერილია არაბთა ლაშქრობები ამიერკავკასიის ქვეყნებში, More…
ალ-იდრისი
არაბი გეოგრაფი და მოგზაური (1100-61). დაახლ. 1138 დასახლდა პალერმოში, სადაც ცხოვრობდა სიცილიის მეფის როჟერ II-ის კარზე. მისი დავალებით შექმნა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი რუკა და შრომა More…
ალ-ისტახრი
არაბი მოგზაური და გეოგრაფი (850-934). მის თხზულებაში. „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“ ავტორი ეხება მუსლ. ქვეყნებს ესპანეთიდან ინდოეთამდე. მოკლედ არის აღწერილი თბილისიც, რ-იც More…
ალ-კაზვინი ზაქარია
არაბი კოსმოგრაფი და გეოგრაფი (1203-83), ავტორი ჩვენამდე ორი კარგად ცნობილი ნაშრომისა − „ქმნილებათა საოცრებანი და არსებულთა საკვირველებანი“ და „ქალაქთა ძეგლები და ცნობები ალაჰის მონათა More…
ალ-მუკადასი
არაბი მოგზაური და გეოგრაფი (946 ან 947 - დაახლ. 1000). იმოგზაურა მუსლიმური აღმ. მრავალ ქვეყანაში. საკუთარი დაკვირვებისა და წინამორბედ ავტორთა შრომებზე დაყრდნობით აღწერა ეს ქვეყნები წიგნში More…
ალ-ნასავი (ალ-ნესევი)
ხვარაზმშაჰთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის − ჯალალედინის პირადი მდივანი და ისტორიკოსი (გ. 1249). მისი „სულთან ჯალალედინ მანქბურნის ცხოვრება“ (არაბ. ენაზე) საგულისხმო წყაროა მონღ. More…
ალ-სამანი
არაბი ავტორი (1113-67). მის თხზულებაში „წიგნი გენეალოგიებისა“ ანბანზე ჩამოთვლილია ცნობილი ნისბები (წარმომავლობის სახელი) და ამ ნისბებით ცნობილი პირები. მოცემულია ისტ. პირებისა და More…
ალ-ტაბარი
არაბი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი (839-923). ავტორია ყურანის კომენტარებისა და მსოფ. ისტორიისა „მოციქულთა და მეფეთა ისტორია“, რ-იც ახლო აღმოსავლეთის ძვ. და შუა საუკ. ისტორიის უმნიშვნელოვანეს More…
ალ-ფარიკი
არაბი ისტორიკოსი (1116-81 შემდეგ). 1153 ჩამოვიდა თბილისში და დემეტრე I-ის (1125-56) სამსახურში ჩადგა, იყო მეფის მდივანი. მასთან ერთად მოიარა მთელი საქართველო. მის თხზულებას „მაიაფარიკინის More…
ალ-ჰამავი მუჰამად
XIII ს. არაბი ისტორიკოსი: მისი ცნობით, დავით აღმაშენებელი იმდენად კარგად ყოფილა განსწავლული მუსლიმანთა სჯულის საკითხებში, რომ განჯის ყადისთან ხშირად კამათიც კი ჰქონია ყურანის წარმოშობის More…
ალ-ჰუსაინი
არაბი ისტორიკოსი XII ს. მისი სიტყვებით, თბილისელები იცავდნენ ქრისტ. ტრადიციებს. იმ დროსაც, როცა ქალაქი ჯერ კიდევ მუსლიმებს ეკავათ, მათ ჰქონდათ თავიანთი ყველაზე განთქმული ეკლესია, რ-საც More…
ალი მუსტაფა
თურქი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ისტ., პოლიტ. და რელიგ. ნაშრომების ავტორი (1541-1600). მის ერთ-ერთ ისტ. თხზულებაში „გამარჯვების წიგნი“ აღწერილია 1578 ოსმალთა ლაშქრობა აღმ. More…
ანანია შირაკაცი
სომეხი ასტროლოგი, გეოგრაფი, კალენდარმცოდნე და მათემატიკოსი VII ს. მის ცნობილ „გეოგრაფიაში“თბილისის სახელი გადმოცემულია „ტფხიქ“. ფორმით და დასახელებულია პირველ ადგილზე ქართლის More…
ანონიმი ვენეციელი
ვენეციელი სამხედრო (სავარაუდიდ) პირი XVI ს. II ნახ. ვენეციის სენატისადმი წარდგენილ რელაციაში (მოხსენებაში) დაწვრილებით აღწერს მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით ოსმალეთის ჯარის მოსვლას More…
უცხოელები თბილისის შესახებ ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9