ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
selected terms: 21 page 1 of 2
ებანი
ქნარის ტიპის სიმებიანი საკრავის სახელწოდება, რომელიც XIX ს-მდე იყო ყოფაში საქართველოში. მისი ზუსტი აღნაგობა ცნობილი არაა. ლიტ.: გრ. ჩხიკვაძე, სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა.- მსე, More…
ეგვტერი
ეკლესიის მოშორებით მდგარი პატარა სამლოცველო, საჟამნო. ზოგჯერ სახელობითი, სადაც მისი ამგები იყო დაკრძალული. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic More…
ევლოგია
მორწმუნეთა მიერ მოსახსენიებლებთან ერთად შეწირული სეფისკვერი, რომელიც წირვის დამთავრებისას, ჯვრის მთხვევის შემდეგ, კვლავ მორწმუნეებს ურიგდებათ. მისი მიღება დილით მხოლოდ უზმოდ შეიძლება. More…
ეთილი
აქ: ტყავის გასასწორებელი ხელსაწყო. წარმოადგენდა მრგვლად გათლილ ხეს, რომელსაც გამოშვერილ ნაწილზე სპილენძის, მარმარილოს, ან ლითონის ნაჭერი ჰქონდა დამაგრებული. ეთილს აქეთიქით წაავლებდნენ ორივე More…
ეილანი
წითელი ფერის მინერალი, რომელიც გამოიყენებოდა საიუველირო ხელოვნებაში. საკმაოდ დიდი გამოყენება ჰქონდა ელინისტური ხანის გლიპტიკაში. სეილანით შემკული სამკაულები იშვიათად მაგრამ მაინც გვხვდება More…
ეკლესია
ქრისტიანთა სამლოცველო სახლი. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der More…
ელარჯი
ერთგვარი საჭმელი, განსაკუთრებით გავრცელებულია სამეგრელოში. ადუღებულ წყალში გახსნიან სიმინდის ფქვილს და შიგ ჩაჭრიან ბლომად ჭყინტ სულგუნს, შემდეგ იწყებენ ჩოგნით ზელას და კარგად რომ More…
ელეგი, ელეღი, კანთარი(რაჭ.)საბეჭური(ლეჩხ.)დუშლუღი, (კახ.)
უსახელო, მამაკაცის ჩასაცმელი. მასალად გამოიყენებოდა აბრეშუმი, შალი, მაუდი, ხშირად წინა და უკანა ზურგი სხვადასხვა ქსოვილისაა. დასარჩულებული იყო ფერადი ბამბის ქსოვილით. მისი ნაწილებია: წინა More…
ემბაზი
საბანელი, განსაწმედელი, ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის დიდი თასის მსგავსი (შეიძლება ოთხკუთხა ფორმისაც იყოს) ჭურჭელი. სამი პატარა შანდლით სანთლებისათვის, რომლებსაც More…
ენდრო
საღებავი მცენარე. ხალხურ სამღებრო საქმიანობაში იხმარებოდა საღებავად. ენდროს ძირებში გამოირჩეოდა გარეთა კანი, ცილი და მოყვითალო შუაგული. მასთან შერეული სხვადასხვა დასადედებელ-ფერმჭერის More…
ენქერი
ეპისკოპოსთა, არქიმანდრიტთა და სხვა დამსახურებულ სამღვდელო პირთა სატარებელი, მარჯვენა მხარეს ლენტით დასაკიდი ოთხკუთხოვანი რომბისებური ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით. სიმბოლურად ნიშნავს More…
ენძა
(რაჭ.)წვრილი ბაწარი, რომელსაც კალატოზები ხმარობდნენ კედლის სწორად გასაყვანად, იგივე ლარი. ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = More…
ეჟვანი
საჟღარუნო პატარა ზარაკი, რომელიც შეებმებოდა დროშებსა და ალმებს, სარიტუალო თუ სატრანსპორტო ეტლებს, საქონელს. ხმარობდნენ სხვადასხვა ტიპის ეჟვნებს, რომელთაგან გამოირჩევა მრგვალი უენო ეჟვანი, More…
ერბო
გადამდნარი კარაქი. კარაქის ერბოდ გადადნობა ხევსურეთში - „კარაქთ დაძირების“, ფშავში - „ერბოს გადადნობის“, ხევში - „კარაქის გადნობის“, თუშეთში - „კარაქის გამოდნობის“, მთიულეთგუდამაყარში - More…
ერდო
ერდოგვირგვინიანი სახლის ბანში ამავალი ღია ადგილი, საიდანაც შემოდის სინათლე და ადის კვმალი. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the More…
ერეჯიბი
კაჟიანი თოფის სახელწოდება. ტერმინი მომდინარეობს ოსტატის სახელიდან. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ერეჯიბი, ანუ ირაჯიბი იყო ადიღეელი ოსტატი, რომელიც XVIII ს-ში მოღვაწეობდა და ამზადებდა საუკეთესო More…
ერქვანი
ძველად ამ სახელწოდებით ცნობილი იყო სახვნელი იარაღი ჯილღა. თანამედროვე ქართულ ენაში „ერქვანი“, “ვერქვანი“ აღნიშნავს სახვნელი იარაღის სახელურს. თ. გ. =ქართული მატერიალური კულტურის More…
ეტრატი - ეტრატი
ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა. საქართველოში X-XI საუკუნემდე სამწიგნობრო ხელოვნებაში გამოყენებულ საწერ მასალას ტყავისაგან ამზადებდნენ. XI საუკუნიდან თანდათანობით ხმარებაში შემოდის More…
ეშმა
ქალცედონის, არაგამჭვირვალე, მკვრივი სახესხვაობა, რომელიც დამუშავების შემდეგ იძენს ფერთა მრავალფეროვან გამას, ამ ქვისგან ამზადებენ ლარნაკებს, ფიალებს, ადრეულ ხანაში ეშმას იცნობდნენ იასპის More…
ეჩო
ხის მოხელის სათლელი იარაღი. ყოფაში გავრცელებულია სინონიმები: ეჩო (ქართლ. კახ.), ხელეჩო, ღორეჩო (იმერ.), ღორაჩო (ქიზ.), ეჩუა (გურ.), ქესარი (აჭარ.), ეჩვაი, ხელეჩვაი (ფშ.), ქოთქოთო და ა.შ. More…
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9