სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
selected terms: 252 page 1 of 13
საბაკნიაი (ხევ.), საჯამე (ფშ.)
ოვალური კალათა, ჯამ-კოვზთა შესანახი. იქსოვებოდა ყაპყატოსაგან. ყაპყატო ფშავ-ხევსურეთში ეწოდება ხის ქერქს. „ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა, ეთერის ლერწამ ტანზედა; მხოლოდ ყაპყატოს კალათა More…
საბანი
ლოგინის ნაწილი, მკვრივი ქსოვილი ან ნაჭერში გამოკერილდალიანდაგებული ბამბა ან მატყლი. საბნის წინპირს გამოკრული აქვთ აბრეშუმის ან ატლასის ნაჭერი. ხევსურებთან დადასტურებულია More…
საბარკულა, ბარკულა
თუში ქალისა და კაცის ქვედა საცვალი. მასალად გამოიყენებოდა ბამბის ან აბრეშუმის ქსოვილები. ამ ტიპის ქვედა საცვალს კაცისას თუშეთში „შარვალსაც“ უწოდებდნენ, მისი ნაწილებია: „სათაურა“, „ტოტები“, More…
საბარცხელი
აქ. სამეთუნეო ხელსაწყო, იხმარება ჭურჭლის კეთებისას შიგა მუცლის გამოსაწევად, ხოლო გარეთ-ასაჭრელებლად. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of More…
საბელი
თოკ-ბაწრის ნაირსახეობათა ზოგადი სახელია. საბელი მზადდება თივისგან,ხის ხრალთაგან, ხვასტაგი წელებისა, ღაზლის, ტყავისა და ა.შ. ◊ მიწის საზომი ერთეულია ძველად."ოქროს საბლით More…
საბერველი
სამჭედლოს ინვენტარი, დაკეცილი ტყავის გვერდების მქონე მოწყობილობა, რითაც ცეცხლს უბერავენ გასაღვივებლად. ყოფაში დამოწმებულია საბერველი ორი ტიპი - ქართული და რუსული (რომელიც XIX ს-დან More…
საბერკაცო ქუდი
შავი ცხვრის ტყავის გრძელბეწვიანი ბუხრის ქუდი, რომელსაც მოხუცები იხურავდნენ. ასეთივე ქუდი იკერებოდა თეთრი ცხვრის ბეწვისაგანაც და მას ახალგაზრდები ატარებდნენ. =ქართული მატერიალური More…
საბეჭავი, სავარცხელი
მასიური, მრგვალი ან ოვალურთავიანი ხელსაწყო, რომელსაც აქვს სავარცხლის მოყვანილობა და კბილები, რომლის მეშვეობითაც საქსელზე ხდება ნაქსოვი ძაფის ერთმანეთზე მიბეჭვა-მიმტკიცება. ყოველი ნაქსოვი More…
საბეჭური
ბეჭებზე მოსასხამი, სამხრე, ლევიტონი. ◊ კაცის პერანგის მოქარგული უკანა ნაწილი ხევსურეთში. ◊ ტანსაცმლის სარჩული ბეჭებთან (იმერ.) ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული More…
საბღუჯი
ხევსურული ფარის დეტალი, რომელიც დამაგრებულია ფარის უკანა მხარეს, ძირითადად წარმოადგენს დაწნული ტყავის თასმას, რომელიც გამოსკვნილია ოთხ რგოლზე (იხ. ფარი). მ. ქ. See also: ფარი, More…
საბძელი
საქონლის საკვების შესანახი ნაგებობა. სამეურნეო კომპლექსის ერთ-ერთი აუცილებელი შენობა, ხისა ან ფიცრისა. გამოირჩეოდა დიდი ტევადობით. საბძელში ინახავდნენ მესაქონლეობასთან დაკავშირებულ More…
საგანძური
ქვითხუროობაში ქვის განსაკუთრებულად დიდი ნივთი, რომელიც განძად დარჩება ოჯახსა და საგვარეულოს. იმერეთში დადასტურებული ეს სახელი ეწოდება ქვის საწნახელს. როგორც ცნობილია, ქვის საწნახელები, More…
საგდებელი
ქამანდი, მოსაშვეტად მოწყობილი ცხენის საბელი, გრძელი თოკი, რომლის ერთ ბოლოს შორს ისვრიან საქონლის შესაპყრობად ან რისამე დასაჭერად „აწ, ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცნა საგდებელისა“ (ვეფხისტყ.). More…
საგოზელა, კვეჟო
ჭურისთავზე აყალო მიწის დასაგლესი პატარა ურო. ზოგჯერ ერთ ხეშია გამოთლილი, ზოგჯერ კი გახვრეტილ პატარა მორში გაყრილია ხის ტარი. ასეთ შედგენილ საგოზელას შესაძლოა ორივე თავში სიმაგრისთვის რკინის More…
საგულე
(აქ:) მოხევე ქალის კაბა. მასალად გამოიყენებოდა ღია და მუქი ფერის ფარჩა და ქიშმირი. საგულე, თარგით ახალოხისებურია, გრძელი და უსაყელო, წელზე მომდგარი და წინ მთლიანად ჩახსნილი. ზედატანი More…
სადავე
ტყავი, „ცხენის აღვირის საპყრობი თასმები“ (თ. ბაგრ. იხ აღვირი). ნ.ჯ. See also: აღვირი =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian More…
სადაფი, ღინჭილა
მოლუსკთა და ზღვის სხვა ცხოველთა კალციუმიანი ნიჟარა. გამოირჩევა ფერთა თამაშით, ელვარებით, ტალღოვანი გადასვლებით. სადაფის ან მისი შემკულობით ამზადებდნენ ამულეტებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, More…
სადგისი
ტყავის სახვრეტი, ხისტარიანი და რკინისწვერიანი ხელსაწყო. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das More…
სადიაცო
ხევსური ქალის კაბა. მზადდებოდა ადგილობრივი შალისაგან. აქვს უბე-კალთა და ზურგნი. გვერდებში აზღოტები. კაბის სიგრძეს კოჭებამდე აგრძელებს ქოქომონი. სადიაცოს გულისპირი მარცხნივაა ჩაჭრილი, More…
სადღვებელი
კარაქის დასამზადებელი ჭურჭელი. ამზადებდნენ სხვადასხვა მასალისაგან (ხე, თიხა, ტყავი, ლითონი). თავდაპირველად ტყავისა უნდა ყოფილიყო და რძის ჭურჭლად უნდა ეხმარათ. შემდეგ, როცა ამ ჭურჭლით More…
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9