(სვან.) - რიტუალური პური, რომელსაც აცხობდნენ ფქვილის შესანახი კიდობნის პირველად ახდის დროს. „ლეშგნი“ დიდი ზომის პურია, რომლის ჭამის დროსაც ოჯახის წევრებს ფეხქვეშ დანა და ნახშირის ნაჭერი უნდა More…
ქართველი ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია (ჩიხტიკოპთან და ბაღდადთან ერთად). ამზადებენ სხვადასხვა ფერისა და ხარისხის თხელი ქსოვილისაგან (ტული, ბლონდი, ატლასი, მარმაში და More…
(სვან) - ხის ტიხარი „მაჩვიბ“-ში. იგი ყოფს საქონლის სადგომს საცხოვრებელი ბინისგან. სვანური მაჩვიბი „ლეჭუნდირი“-ს წყალობით გაყოფილია ისეთ სადგომად, სადაც ერთსა და იმავე დროს ერთმანეთისგან More…
საძგერებელი იარაღი. სულხან-საბას ლიბანდაკი განმარტებული აქვს ლახვრის ქვეშ „ბუნ-წყრთეული შორით სასროლი, რომელ არს ლიბანდაკი.“ ამ საძგერებელი საჭურველის ნამდვილი სახელი ალებარდია, რომელიც More…
ინდიგო, მცენარეული წარმოშობის საღებავი, იღებდნენ ინდიგოს შემცველი მცენარის ფოთლებიდან. საქართველოში შემოჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (ინდოეთი, ირანი, თურქეთი). ლილის-ინდიგოს საღებავის More…
(სპარს.) - სამღებრო სახელოსნო. ლილიხანა ცალკე ნაგებობაში იყო გამართული: მასში, ერთ მხარეს მიშენებული იყო ქურა, ქურაში ჩატანებული იყო ქვევრები, ქვევრებს შორის აგებული ცეცხლის სანთებში More…
სწორი და ბრტყელთავიანი ხელკვერი, რომლითაც რკინეულს ზედაპირს უსწორებენ. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture More…
ღამისთევის ლოცვაზე, დიდი დღესასწაულების წინ პურის, ხორბლის, ღვინისა და ზეთის საკურთხევლად სპეციალურად განკუთვნილი ჭურჭელი, მინის ან კეთილშობილი ლითონისგან დამზადებული. შედგება ლანგრის, სამი More…
1. წყლის ან ღვინის დასალევად განკუთვნილი თიხის ჭურჭელი გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ყელის სივიწროვის გამო წყალი რაკრაკით გადმოედინება, რის გამო „რაკრაკა“ ლიტრასაც უწოდებენ. More…
ღამის სანათი. გამოიყენებოდა როგორც შენობების, ასევე ქუჩების გასანათებლად. ესაა მრგვლად გაკერილი და გასანთლული ნაჭერი, რომლის თავი ჩამაგრებულია სპილენძის თავსახურში, ხოლო ძირი წარმოადგენს More…
დაირაზე ასხმული ჯინჯილები, რომლებიც დაკვრისას ხმას გამოსცემენ. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das More…
აქ: საფლავის ქვის ლოდი, ყველაზე უფრო გავრცელებული მემორიალური კულტურის ძეგლი, რომელიც გამოიყენებოდა უძველესი ხანიდან და მოიცავს უამრავ ნაირსახეობას - დაწყებული დაუმუშავებელი ქვიდან, More…
ბიზანტიელი კეისრების სამოსელი. ეს იყო ოქრონემსული, თვლებით გაწყობილი, გრძელი ქსოვილი, რომელიც წელზე შემოიხვეოდა, მერე გადაიტარებდნენ მხრებზე და მისი ერთ წვერს მარცხენა მკლავზე More…
წყალში გათქვეფილი თიხა., „თხელი ლაფი“. ჭურჭლის ჭრის დროს ოსტატები ხელებს ლოხმაში ისველებენ, რათა ჭურჭლის ამოყვანის დროს ხელი ჭურჭელზე თავისუფლად ცურავდეს. ულოხმოდ ჭურჭელზე მუშაობა More…
ნაკლებალკოჰოლური სასმელი, რომლის დამზადების ტრადიციები უძველესიდან არსებობდა საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიან ნაწილში - ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხევში, თუშეთში, ფშავში და შიდა More…
ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილი. ლულა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა. თავდაპირველად ის შიდა სივრცით გლუვი (გლუვლულიანი) იყო, შემდგომ (XVI ს.) დაწახნაგებული, More…
საკუთრივ ნიშნავს შამფურის მწვადს. მერე და მერე აკეპილ დამუშავებულ ხორცს, რომელსაც წამოაცვამენ შამფურზე, შეწვავენ და ლავაშში გახვეულს ხახვითა და კოწახურით მიირთმევენ. =ქართული More…
ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში. ამზადებდნენ ბამბის ან სელის ქსოვილისაგან. ნახატის რეზერვაცია აღმოსავლეთიდან შემოსული ცივი, კუბური წესით სრულდებოდა, რომლის მიხედვითაც ცხიმნარევ, More…
მიცვალებულის ჩასასვენებელი ქვის ყუთი. ადრექრისტიანულ ხანაში ლუსკუმას კიდობანის, ყუთის, მიცვალებულთა სამარხის მნიშვნელობა აქვს. საბასა და ჩუბინაშვილთან კი მაღლა ნაგებ საფლავადაა More…
(სვან.) - სპილენძის დიდი ზომის ქვაბი, სამსხვერპლო საკლავის მოსახარში. ლღენ-ის საუკეთესო ნიმუში დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. იგი სპილენძის 52 ფურცლისაგან შეკერილი უზარმაზარი ქვაბია. More…
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი