კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კედ კევ კეკ კემ კენ კერ კეც კეხ
selected terms: 13 page 1 of 1
კედები
თავებში ჯაჭვგაბმული ორი გრძელი კეტი, რომელიც შემოეჭირება ხაკის ტომრებში გასაწურად ჩასხმულ სალუდე ნახარშს, თანაბარი მოჭერით სქელ მასას დაწნეხავს და გამოადენს წვენს. ჯოხები რომ არ გაიშალოს და More…
კევრი (ქართლ. კახეთ. სამცხ.-ჯავახ. რაჭ.), ფსკვერი (ზ. რაჭ), კიავირ (სვ.), კელი (ქ.იმერ.)
ხორბლეულის სალეწი. კევრს, როგორც თავთავის სალეწ სამეურნეო იარაღს, დიდი ხნის ისტორია აქვს. მზადდებოდა უპირატესად ფიჭვის ხისაგან, რომელიც ადვილი სათლელია და კოხებსაც კარგად იჭერს. More…
კეკვი
(იმერ.) - 1. ნიშანი, რომელსაც დასარღვევი სახლის ფიცრებს უკეთებენ ერთმანეთისაგან გასარჩევად, ახალ ადგილას მისადაგებულად რომ მოარგონ ერთმანეთს. 2. მოხრილთავიანი ჯოხი რაიმეს დასანაყად. More…
კეკოლა
(ლეჩხ.) - ხის მოხრილი ჯოხი. თიხის ჭურჭელზე ყურის მისამაგრებლად საჭირო იარაღი. გავრცელებულია ლეჩხუმის რ-ში. მოხრილ ჯოხს თავზე თიხის გუნდას მიაკრავენ, ახლად ამოყვანილი ჭურჭლის სველ ყელში More…
კემუხტი
ცხენის, ხარის ან მისთ. გავის ტყავი, მწვანედ ან შავად შეღებილი. იყენებდნენ ქოშების საპირედ, მისი უფრო ხორკლებიანი ნაწილით კი ქარქაშებს მოსავდნენ. ლიტ; ქელ, 2009. =ქართული More…
კენჭაობა
(ქართ. კახ. იმერ.) - ბავშვთა თამაშობა კენჭებით. ნ. კეცხოველის მიერ ქართლში ჩაწერილი მასალით თამაში ხუთი კენჭით მიმდინარეობს და არის 76 სახეობის, რომლებსაც ყველას თავ- თავისი სახელი More…
კერა
რკინის სადგარი საცხოვრებელი ნაგებობის ცენტრში, სადაც ცეცხლი ენთო. შემდგომში ამ ადგილმაც მიიღო კერის სახელწოდება. მისი მდებარეობა განსაზღვრავს საცხოვრებლის შინაგან გეგმას და საზოგადოდ, More…
კერა თიხისა
ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი საცხოვრებელში. მისი გამოყენება ადამიანმა ისწავლა განვითარების ადრინდელ საფეხურზე. საქართველოში უძველესი კერა (გარკვეულად განლაგებული ქვები, ორმო, More…
კერამიკა
თიხისა და მისგან შექმნილ საგანთა ზოგადი სახელია. ძველი საბერძნეთის მკვიდრნი მეკეცე ოსტატს „კერამენს“ –უწოდებდნენ. ბერძნული „კერამიკა“ ქართული მეკეცეობის, ანუ მეთუნეობის შემცველი More…
კეცეული
ზოგადი სახელია კეცში გამომცხვარი პურებისა. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon More…
კეცი თიხისა
„კელამიტა“, „ჩაჩამუტა“. ცომეულის გამოსაცხობი. მზადდება საქართველოს ყველა კუთხეში როგორც მეთუნე ხელოსნების მიერ, ისე შინაური წესითაც - უმორგვოდ. კეცს აკეთებდნენ ქალებიც და კაცებიც. კეცს More…
კეცი ქვისა
მჭადისა და პურის გამოსაცხობი. ქვის კეცების დამზადებას ძირითადად მისდევენ იმერეთში (სოფ. ბესიაური), გურიასა (სოფ. ვანი) და სამეგრელოში (სათანჯაოს მთის კარიერი). კეცისათვის საჭირო მადანი More…
კეხი
ლიტონი ხისაგან გამოთლილი ვირის სასაპალნე (იხ. უნაგირი), ამზადებდნენ ფიცრებისგანაც, ტახტას ზოგჯერ ლითონის მრგვალ სახელურსაც უკეთებდნენ. საბა კეხს განმარტავს როგორც „შეუმზადებელ უნაგირს“. More…
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9