სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ
selected terms: 29 page 1 of 2
სამანდრო
„ელვარე საჭურველი“, თვალ-შეუდგამი. წმინდის გიორგის: „შემოსილ ხარ ჯაჭვითა სამანდროთა და მორტყმულსა სარტყლითა ოქროსათა“(საბა). როგორც ჩანს სამანდრო ძვირფასი ლითონებით ან ძვირფასი ქვებით More…
სამანი
საზღვარი, სანიშნობელი, რომლითაც გამოყოფილია სხვადასხვა პირთა, თემთა და სოფელთა მიწები. ძირითადად წარმოადგენდა ქვისა და ხის სამიჯნო სვეტებს. შუაფეოდალური ხანის საქართველოში ასეთი სამანების More…
სამანქანი
ჯაჭვის პერანგის ნაირსახეობა. „სამანქანი არს ჯაჭვის თვალი მრგვალი სამ-ფარეშოსანი, შიგნით ნიკარტოვანი, რბილი, გარდაგრეხით ძნიად გასატეხი.“(საბა). სამანქანური ჯაჭვი ყველაზე საუკეთესო ჯაჭვთა More…
სამარე
მიცვალებულის სამარხი ადგილი. საბას განმარტებით, „მარი“ აღნიშნავს ხის საწყაოს. ადვილი შესაძლებელია, რომ შემდგომში მის სახელი გავრცელდა იმ ხის ჭურჭელზე, რომელსაც მიცვალებულის ჩასასვენებლად More…
სამართი
წისქვილის ქვების მოსაყვანი ოთხკუთხად გათლილი ხის იარაღი. სამართი არის ორმხრიანიცა და ცალმხრიანიც. შავ ფორმაში გამოჭრილ ქვაზე სამართს დაატრიალებენ, სადაც იმისი გადაქნილი ბოლო მოედება, იმ More…
სამარილე, ქუბდე
(ფშ. ხევს.) - მარილის ჩასაყრელი ხის ნაირნაირი ყუთები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული კონსტრუქციებითა და სანიმუშო ესთეტიკური შემკულობით. სამარილეების საუკეთესო ნიმუშები შემოინახა More…
სამასრე, საკვესი, ქირუბი(ქართ.), საკფაიები(კახ.), სა - ქილე (იმერ.), გულთათები (გურ.)
ჩოხის გულისპირზე დაკერებული რამდენიმე ნაწილიანი მასრების ჩასაწყობი ჯიბე. ჯიბის ნაწილთა რაოდენობა სხვადასხვა იყო. ამას აპირობებდა როგორც შიგ ჩასაწყობ მასრათა რაოდენობა, აგრეთვე ჩოხის ფორმაც. More…
სამატი
შოლტებისაგან დაწნული ტყავი, რომელიც რვიანივითაა გამოყვანილი და მისი მეშვეობით ურმის ან სახნისის თავი ებმება უღელს. ე. ნ. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = More…
სამაქნელი
ქვის ასაწევი ბერკეტი. ყოფაში დამოწმებულია წისქვილისა და ხელსაფქვავი ქვების ასაწევად. სამაქნელის ჰორიზონტალურად დადებული მორი ერთი ბოლოთი დაკიდულია მხრებიან ასაზიდზე და ის მხრები ქვის More…
სამაჯე
სახელოთა ბოლოში წასაკერებელი პატარა, ბრტყელი და ორპირი ნაწილი. შეუხსნელი ან შეხსნილი და ღილებით შესაკრავი. ამზადებენ კაბის ან ზედატანისათვის განკუთვნილი მასალისაგან, რომელიც ხან ბამბის More…
სამაჯური, დასტანაგი, სალტე, ბრასლეტი
მაჯის სამკაული. სულხან-საბა „დასტანაგს“ განმარტავს, როგორც ქალთა სამკლავეს, „სალტეს“ კი ქალთა მაჯათა სამკაულად, რომელიც მზადდებოდა ძვირფასი ლითონებისაგან. სამაჯურის აღმნიშვნელი ძველი More…
სამზარეულო, სამზადი
საჭმლისა და სხვადასხვა კერძეულის მოსამზადებელი ადგილი. ზოგჯერ სახლის კომპლექსშია განთავსებული, ზოგჯერ ცალკე შენობას წარმოადგენს. დიდ სასახლეებს, როგორც წესი, ცალკე, ვრცელი სამზარეულოები More…
სამთვალა
ხის ორიგინალური სასმისი, რომელიც წარმოადგენს სამ ერთმანეთზე მიკრულ განყოფილებას, რომლებიც შიგნით გახვრეტილია და სმის დროს სასმელი ზიარი ჭურჭლის პრინციპით ორიდან ერთ განყოფილებაში More…
სამკერდული, სამკედური
(ქართ.) - საჯდომი ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. იგი ყელისა და გულ-მკერდის სამკაულია. წინა მოსართავზე გამობმულია ტყავის თასმა, რომელიც წინა ფეხებშუა გამოდის და მკერდთან ორ ტოტად იყოფა, სადაც More…
სამკვდილი
მკელის ტყავის წინსაფარი. ყანის მკის დროს მომკელი იკეთებს სამკვდილს გულზე, მხრებსა და მკლავებზე, რომ ნამჯამ არ შეაწუხოს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სამკვდილი მხოლოდ ქიზიყში დასტურდება. More…
სამკვრე
კვარის დასადები ლითონის ნივთი სახლის გასანათებლად. ამზადებდნენ გრეხილი ლითონისაგან. (იხ. ლამტვარალი). See also: ლამტვარალი =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = More…
სამკლავე
მკლავზე წამოსაცმელი, სახელოს მოყვანილობისა, იდაყვიდან თითებამდე სიგრძის. მოქსოვილი ან ნაჭრისგან შეკერილი. იყენებდნენ ზამთარში მკლავების გასათბობად. სამკლავე სვანეთსა და ხევსურეთში საპირესა More…
სამკლაური ტყავისა
გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობის დროს. ტყავის სამკლაურის დამზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მას წვრილფეხა საქონლის ტყავისაგან ამზადებდნენ. შესაკერად ადრე ტყავის თასმებს იყენებდნენ. More…
სამოვარი
ჩაის დასაყენებელი ხელსაწყო. საქართველოში ჩაის დამკვიდრების შემდგომ გავრცელდა სამოვრის გამოყენების კულტურა, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა. სამოვრის გამოყენებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქალაქო More…
სამოსი, სამოსელი, შესამოსელი, ჩასაცმელი, ტალავარი
(ხევს. ფშ. ხევი) - ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელის ზოგადი სახელწოდება. ძველთაგანვე ცნობილი იყო სადიაცო და სამამაკაცო სამოსელი, თუმცა მათ შორის სხვაობა არცთუ დიდად ყოფილა შესამჩნევი და More…
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9